თალიბანი უარყოფს, რომ ავღანეთში ქალებს ერთმანეთთან ლაპარაკი ეკრძალებათ

ქალებს ავღანეთში არ აქვთ ერთმანეთთან ლაპარაკი აკრძალული, განუცხადა ამ ქვეყნის თალიბების მთავრობის მორალის სამინისტრომ AFP-ის სააგენტოს და ამით უარყო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია აკრძალვის შესახებ.

ავღანური მედიასაშუალებები უცხოეთში, ასევე საერთაშორისო გამოცემები, ბოლო თვეებში იტყობინებოდნენ, რომ ქალებს აეკრძალათ სხვა ქალების ხმის გაგონება.
ეს მტკიცება ეყრდნობოდა სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერების აღკვეთის სამინისტროს ხელმძღვანელის მოჰამად ხალიდ ჰანაფის აუდიოჩანაწერს, სადაც ის ლოცვის წესებზე ლაპარაკობს.

სამინისტროს წარმომადგენელმა, საიფულ ისლამ ხაიბერმა განაცხადა, რომ ეს ცნობები აკრძალვაზე „სულელური“ და „არალოგიკურია“, – ადასტურებს AFP-ი.

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინის უმაღლესი რადას ვიცე-სპიკერის თქმით, საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარების შესახებ საკანონმდებლო წინადადებების მოსამზადებლად შექმნილი სამუშაო ჯგუფი პირველ შეხვედრას დღეს გამართავს