თაკო ჩხეიძის ისტორია, როგორ შეხვდა ლეგენდარულ ვივიენ ვესტვუდს: “ეს იყო 2004-2005 წელს…” – Marao

კითხვაზე, იცნობდა თუ არა თაკო ჩხეიძე ლეგენდარულ ვივიენ ვესტვუდს, მოდელი პასუხობს, რომ კი, მას ერთხელ შეხვდა:
“ვიცნობდი, ერთხელ შევხვდი, რადგან მივიღე მონაწილეობა მის ჩვენებაში, შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში. ეს იყო 2004 ან 2005 წელი, პირველად შექმნეს სამკაულების ხაზი და სწორედ მაშინ იყო პრეზენტაცია, ჩვენებასთან ერთად. დიდი ქასთინგი იყო და აგვარჩიეს რამდენიმე მოდელი. მას შემდეგ მოვიხიბლე მისი აქსესუარებით”, – ამბობს თაკო ჩხეიძე.
ვივიენ ვესტვუდი ბრიტანელი მოდის დიზაინერი იყო, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა გახდა მე-20და 21-ე საუკუნეების მოდის სამყაროში. ის არა მხოლოდ მოდის ინოვატორი, არამედ სოციალური აქტივისტიც იყო, რომელმაც მოდას პროვოკაციულობა, პოლიტიკური შეტყობინებები და ანტიკონფორმიზმი შემატა.
ვესტვუდის კარიერა მჭიდროდ იყო დაკავშირებული პანკ-სუბკულტურასთან. 1970-იან წლებში მან გახსნა ბუტიკი ლონდონში, სახელწოდებით “SEX” მალკოლმ მაკლარენთან – მუსიკოს და ჯგუფ Sex Pistols-ის მენეჯერთან ერთად. სწორედ ამ მაღაზიამ და ვესტვუდის დიზაინებმა დიდი გავლენა იქონიეს პანკმოძრაობის განვითარებაზე.
ვესტვუდი იყო ერთ-ერთი იმ დიზაინერთაგანი, ვინც მოდა ხელოვნებად აქცია და მოდის სამყაროსთან ერთად პოპ-კულტურაზეც დიდი გავლენა მოახდინა. მისი ნამუშევრები დღეს ინახება მსოფლიოს წამყვან მუზეუმებში.
თაკო ჩხეიძე 1981 წელს, თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ენის სპეციალობით.
თაკო ჩხეიძემ სამოდელო კარიერა 1995 წელს, 14 წლის ასაკში, სამოდელო სააგენტო „ნატალიში“ დაიწყო. მისი ნიჭი და სილამაზე მალევე შეამჩნიეს საერთაშორისო სამოდელო ინდუსტრიაში, რამაც მას შესაძლებლობა მისცა ემუშავა ისეთ ცნობილ სააგენტოებთან, როგორიცაა ნიუ-იორკის „IMG Models“ და პარიზის „Viva Model Management“.
საერთაშორისო კარიერის განმავლობაში, თაკო ჩხეიძე მონაწილეობდა სხვადასხვა მაღალი დონის მოდის ჩვენებებსა და კამპანიებში, რაც მას საშუალებას აძლევდა წარმოეჩინა თავისი მრავალმხრივი ტალანტი და პროფესიონალიზმი. მისი გამოცდილება და მიღწევები მნიშვნელოვანი იყო ქართული მოდის ინდუსტრიის განვითარებისთვისაც.
2006 წელს თაკომ დააარსა საკუთარი სამოდელო სააგენტო „ჯეომოდელსი“, რომლის ხელმძღვანელიც დღემდე თავად არის. სააგენტო მიზნად ისახავს ახალი თაობის ქართველი მოდელების აღმოჩენასა და განვითარებას, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქართული მოდის ინდუსტრიის განვითარებას…გაგრძელება