თაკო ჩარკვიანი: ჰოდა, გადავხედე ამ 30 წელს და … დიდი სირცხვილია სააკაშვილის ციხეში ყოფნა დიდი!!!

“რაც საქართველოს ამ 30 წლის მანძილზე უნახავს, (მანამდე რაც იყო, რომ თავი დავანებოთ)რაც უნახავს ამ ქვეყანას, აი თუ უნდა პატიმრად იჯდეს ციხეში, მართლა სირცხვილია რა, ნავთქურებიანი ქვეყანა რომ დასავლური ტიპის სახელმწიფოდ შექმნა ( მე არავის ვუკარგავ ღვაწლს, არც შევარდნაძეს, რომელმაც გეოპოლიტიკური ფუნქცია დაუბრუნა ქვეყანას ნავთობსადენით, რა თქმა უნდა ზვიად გამსახურდიას უდიდესი ღვაწლი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტი იყო) მაგრამ ახლა, ამ პატიმარზე-პუტინის პატიმარზე ვსაუბრობ, რომელიც თურმე ვის უპირისპირდებოდა ახლა უფრო ჩანს ამ გადასახედიდან, განა ს უშიშროების მიერ ჩასაფრების და “იუველირული მუშაობის” დროს, შესაძლებელია შეცდომები არ მოგივიდეს??? განა ტყუილ-მართალს არ მოგაწვდის რუსეთის უშიშროება, რომ დააბნიოს ხალხი თუ ჯერ არ გაუკეთებია, ან შეცდომები სხვებს არ მოსვლიათ ამ 30 წლის მანძილზე, განა ამ რუსული სამართლებრივი სისტემის დროს ვერ მოახერხებდა რუსეთი “სპექტაკლების” დადგმას ხალხის გასაგიჟებლად თუ ჯერ არ გვინახავს ?
ა ბატონო ახლა ხომ ჩანს, რა ყოფილა გამყიდველობით, შიშით და მომხვეჭელობით, რა ყოფილა ქვეყნის გადაბარების მცდელობა პირდაპირ ოკუპანტზე, რას გვიბედავს ეს ხელისუფლება, რას უბედავს დამოუკიდებელ საქართველოს!
თურმე რა შეძლებია და გაუკეთებია სახელმწიფოს შენების – სახელწიფოებრიობის თვალსაზრისით მიხეილ სააკაშვილს.
შეუძლებელი შეძლებია ფაქტია!
ჰოდა, გადავხედე ამ 30 წელს და … დიდი სირცხვილია სააკაშვილის ციხეში ყოფნა დიდი!!!
და კიდევ -სამარცხვინო შერჩევითი სამართალი!!!!” – წერს სოციალურ ქსელში პარტია “კანონი და სამართალი”-ს ლიდერი .