“ბატონებო და ქალბატონებო, ცხელი თავები და ემოცია გადადეთ ცოტა ხნით და ცოტა პრაგმატულად ჩართეთ გონება, ეს მათ გასაგონად: ” აი სალომე ზურაბიშვილს
და გრიგოლ ვაშაძეს შორის იყო არჩევანი და აი” . ამ ხალხის გასაგონად ვამბობ !!!
1. გრიგოლ ვაშაძემ დღეს ჩვენება საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგოდ არ მისცა- ეს ფაქტია და მკვეთრად თქვა რომ ჩვენს ქვეყანას ომი არ უნდოდა და რომ ომის დაწყება საქართველოს ინტერესი არ იყო და რომ საქართველოს ომი არ დაუწყია!!
2. სალომე ზურაბიშვილი რასაც იტყოდა ვფიქრობ შეხსენება არ გჭირდებათ , რადგან მან უკვე განაცხადა რომ “საქართველიმ ომი დაიწყო და რომ ჩვენ ვბომბავდით მძინარე ცხინვალს და ეს მისი საშვილიშვილოდ და ისტორიულად სამარცხვინო ფრაზა რუსეთმა ჰააგაში საქართველოს წინააღმდეგ უკვე გამოიყენა.
3. უნდა მისულიყო თუ არა საგამოძიებო სხდომაზე გრიგოლ ვაშაძე აქ აზრი გაიყო, ერთი წამით მეც პირველი რეაქცია მქონდა, რომ რა უნდოდა წულუკიანის კომისიასთან თქო, მაგრამ ახლა გეტყვით რომ სადაოა და აქ უპირობო ერთი კატეგორიყლი აზრი შეცდომაა, რადგან ვიღაცამ ამ აღვირახსნილ “ქოცნებას” უნდა უპასუხოს, დოკუმენტში ხომ მაინც უნდა დაუფიქსიროს რომ ამ პატარა და ლამაზ საქართველოს ომი არ დაუწყია არასოდეს რუსეთთან და ოკუპანტი რუსეთი თავს დაგვესხა (პუტინის განცხადებით, რუსეთი ომისთვის 2006 წლიდან ემზადებოდა)
დიახ ვფიქრობ გრიგოლ ვაშაძის მისვლასთან დაკავშირებით სხდომაზე მართლაც სხვა აზრიც გიჩნდება, მითუფრო –
მიშა ქარელის-მიხეილ ქარელის (რომელიც ნაც მოძრაობის დროს გუბერნატორიც კი იყო) სამარცხვინო ჩვენების შემდეგ, სადაც მაშინდელი ყველა მაღალი თანამდებობის პირი დაადანაშაულა და სააკაშვილს (ქარელმა ცნობილი რუსული მესიჯი გააჟღერა) სააკაშვილს ფსიქიკურად აშლილი უწოდა, პრაქტიკულად ოსტატურად ჩვენი ქვეყნის დადანაშაულება მოახერხა! ასევე სამარცხვინო ჩვენება ნოღაიდელისა!
სწორედ აი ამ დროს გიჩნდება აზრი რომ ამ მიშა ქარელის ტიპის სამარცხვინო განცხადების ფონზე, ხომ უნდა იყოს ვიღაც ვინც დოკუმენტში საწინააღმდეგო აზრს დააფიქსირებს, ან პროტოკოლში!
გასაგებია რომ არალეგიტიმურია ხელისუფლება და ასე ვთვლით!
და მაინც კარგია რომ საწინააღმდეგო აზრი დაფიქსირდა დოკუმენტში, რომ საქართველოს ომი არ დაუწყია.
ასე რომ ცოტა უფრო პრაგმატულად ვიფიქროთ და გაიძვერა ნიკანორ მელიას მესიჯს (რაც დაწერა) “გრიგოლ ვაშაძის და სააკაშვილის საუბარის შინაარსი, რაც ვიცი ახლა არ ვიტყვიო” არამც და არამც არ უნდა აჰყვეს მავანი, მან-ნიკანორმა უკვე იმდენი “ჩაიდინა”, რომ ახლა აღარ უნდა წამოეგოს ხალხი, ეს დასანქცირებული გილაურის ანუ “ქოცნების” მაყუთით გადიდგულებული “ლუზერი” რამდენს ბედავს?! მსგავსი სიბინძურე მხოლოდ მის თავში თუ მოიხარშება, გრიგოლ ვაშაძის წინაშე “უკანა თათებზე” მლიქვნელად დამდგარი მაინც არ მყავდეს ნანახი ნიკანორი, მაშინაც გავოცდი ……მოკლედ რა, ღალატი არ არსებობს ერთხელ, ერთხელ მოღალატე არ არსებობს, ღალატი ისეთი რამ არის ჰიპოფიზში -ხერხემალში აქვს ზოგიერთს გამჯდარი და პროფესიად აქვთ, ამით შოულობენ დიდ ფულს, სამწუხაროდ ასეა!” – წერს სოციალურ ქსელში პარტია “კანონი და სამართალი”-ს ლიდერი თაკო ჩარკვიანი.
