თაკო ჩარკვიანი ოპოზიციაზე – დახლეჩისკენ მიდიან, ძალიან დანაწევრდნენ – თუ ამბობ, რომ რუსეთი გებრძვის და ასე გჯერა, მაშინ გაერთიანდი შე დალოცვილო, რა უბედურებაა

თუ ამბობ, რომ გებრძვის და ასე გჯერა, მაშინ გაერთიანდი შე დალოცვილო, ასე დაწიაწებაც რა უბედურებაა, უკვე ორი ფლანგიც აღარ არის, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ ოპოზიციურ სპექტრში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
ს განცხადებით, უმჯობესი იქნებოდა ოპოზიციურ ველზე ერთი დიდი გაერთიანება გაკეთებულიყო, თუმცა ამ ყველაფერს ხელი პოლიტიკოსების პირადმა ამბიციებმა შეუშალა.
„მაინც დახლეჩისკენ მიდიან, ძალიან დანაწევრდნენ. ეს უკვე აღარ არის ერთი ფლანგი ან ორი ფლანგი და არ არის კარგი ამბავი. მაინც წამოვიდა ამბიციები წინ. მე გამიხარდებოდა დიდი გაერთიანება რომ ყოფილიყო. უკაცრავად და მაყეფარ ძაღლად ვიქეცი, ვეუბნებოდი, რომ ყველაზე ძალიან ვისაც არ მოგწონვართ და მე ვინც არ მომწონს, უხმოდ, ულაპარაკოდ ვიქნები, ხმას არ ვიღებ. თუ ამბობ, რომ რუსეთი გებრძვის და ასე გჯერა, მაშინ გაერთიანდი შე დალოცვილო. ასე დაწიაწებაც რა უბედურებაა. უკვე ორი ფლანგიც აღარ არის.
რამდენიმე დიპლომატთან მქონია საუბარი და მთაც იგივე უთქვამთ, რომ გაერთიანდით, თუკი ეს არის უმნიშვნელოვანესი არჩევნები. კითხვის ნიშნის ქვეშ საკითხის დაყენება არ შეიძლება, როდესაც ასეთ გასაჭირში ხარ, პატარა ხვრელიც არ უნდა დატოვო“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
თაკო ჩარკვიანის განცხადებით, პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ყოველთვის დიდი გაერთიანების წინააღმდეგი იყო.
„ნიკა მელიამ, რომელი პარტიის თავმჯდომარეც იყო, იმ პარტიის თხრა დაიწყო. პარტია არის იდეა და პარტია არის ამომრჩეველი. შენ იყო ს პარტიის თავმჯდომარე და ლანძღავდე ციხეში სააკაშვილს, ან მატყუარა ხარ ან არ უნდა იყო იმ პარტიაში. ბოლო-ბოლო იმ კაცმაც დაუწერა, „ქოცივით“ ლაპარაკობო. მე ვიცოდი, რომ ის იყო ის ადამიანი, რომელიც მუდამ იყო ერთიანობის მოწინააღმდეგე. ის იყო დამშლელი. ხომ გახსოვთ რამდენი ხნის წინ ვთქვი, „ციც, ეს ბიჭი არ მომწონს და არასწორად იქცევა-მეთქი“. არის რაღაც დაუწერელი წესი და რიგი, არ შეიძლება არ ვარგოდე ადამიანურ ურთიერთობაში და მხოლოდ პოლიტიკაში ვარგოდე“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.