თაკო ჩარკვიანი – მოღალატეობრივია განცხადება, თურმე პატარა საქართველოა დამნაშავე იმაში, რომ თავს დაგვესხა – ვინ უნდა გაასამართლონ – 500 ათასი ადამიანი?

მოღალატეობრივია განცხადება იმის თაობაზე, რომ თურმე პატარა საქართველოა დამნაშავე იმაში, რომ შემოგვივარდა და თავს დაგვესხა – პირადად ჩემთვის ამ ტიპის განცხადებებია ღალატი! – ეს განცხადება მედიასთან პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა თაკო ჩარკვიანმა გააკეთა.
როგორც ჩარკვიანმა ამ კონტექსტში აღნიშნა, საერთაშორისო დოკუმენტებში წერია, რომ რუსეთის მსხვერპლია საქართველო.
„ვინ უნდა გაასამართლონ – 500 ათასი ადამიანი? პარტია რა არის? – პარტია არის იდეოლოგია და ამომრჩეველი. 500 ათასს კაცს ასამართლებენ?! წარმოუდგენელია ამ ხელისუფლებისგან 12 წლის თავზე ამაზე საუბარია – საუბარი იმ ხელისუფლები მხრიდან, რომელმაც ქვეყანა 40 წლით უკან დახია”, – განაცხადა თამარ ჩარკვიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – ჩვენ მოვახერხეთ შეუძლებელი და პირველებმა ყოფილი იმპერიის სივრცეში დავამტკიცეთ, რომ რუსეთის გარეშე ცხოვრება ბევრად უკეთესია – მე არ გავტყდები, არ შევეგუები და ვიბრძოლებ თქვენს და ჩემს გამარჯვებამდე

გზების დეპარტამენტი – ავტომაგისტრალებზე შეზღუდვების შესახებ ახალი საგზაო ნიშნები განთავსდა – 22 დეკემბრიდან შსს საშუალო სიჩქარის დიფერენცირებული კონტროლის მონაკვეთებში 80 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბების დარღვევების ადმინისტრირებას იწყებს