თაკო ჩარკვიანი – კობახიძისგან პროცესის რადიკალიზაციას ველოდები

ღარიბაშვილი ივანიშვილმა ს ჩასატარებლად წაიყვანა, ხოლო თავის გამოსვლებში ყველაზე სასტიკი და ცინიკოსი, ირაკლი , უშუალოდ ოპოზიციასთან, აქციებთან დასაპირისპირებლად მიიყვანა – კობახიძისგან პროცესის რადიკალიზაციას ველოდები, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
ჩარკვიანი არ ეთანხმება შეფასებას, რომ ივანიშვილმა ღარიბაშვილი დასაჯა.
„ყველა ამბობს, რომ [ბიძინა ივანიშვილმა] ღარიბაშვილი დასაჯა. მე ეს პროცესი ასე არ დავინახე. ღარიბაშვილი ივანიშვილმა წაიყვანა არჩევნების ჩასატარებლად. ყველაზე სანდო ადამიანი მიიყვანა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელად არჩევნების ჩასატარებლად. ხოლო ყველაზე სასტიკი და ცინიკოსი თავის გამოსვლებში, , მიიყვანა უშუალოდ ოპოზიციასთან, აქციებთან დასაპირისპირებლად. „გავრილოვის ღამის“ გამკეთებელი მოიყვანა პრემიერად. გახსოვთ ივანიშვილმა რომ თქვა: „ირაკლი? რაც გინდათ ის დაუძახეთ“. მაშინაც დავინახე, რომ გადაეფარა, როგორც საკუთარ შვილს გაჭირვების ჟამს. ახლაც ვერ დავინახე დასჯა, დავინახე მოცილება. ჩამწკრივდნენ და 10 წუთი, ყველამ ერთად ისაუბრა, რომ თურმე დასავლეთის თვალსაზრისით ყველაფერი ღარიბაშვილის დამსახურება ყოფილა და რაც მოხდა მის სახელს უკავშირდება, გაისტუმრეს დიდი მადლობებით მაგრამ კი არ გაისტუმრეს, მიიყვანა იქ ის, ვინც არჩევნები უნდა ჩაატაროს“, – განაცხადა თამარ ჩარკვიანმა.
მისივე თქმით, კობახიძე „გავრილოვის ღამესთან“ და შემდეგ ამის „გაპრავებასთან“ ასოცირდება.
„ხშირად ვუსმენთ ხოლმე მათ [მინისტრთა კაბინეტს], მაგრამ რაც უფრო ხშირად ვუსმენთ, მით უფრო ნაკლებად გვაქვს ადამიანებს მათი ნდობა. ჩემთვის პრემიერად არის ის ადამიანი [ირაკლი კობახიძე], ვინც „გავრილოვის ღამის“ ინციდენტთან, ამის „გაპრავებასთან“ ასოცირდება. არც გახარიას ვაკლებ ხოლმე ჩემს შენიშვნებს, ისიც შემოქმედია ამ ყველაფრის. „გავრილოვის ღამე“ და შემდეგ ამ ყველაფრის ისტერიულად, მწვავედ და ცინიკურად „გაპრავება“ – ესაა ჩემთვის კობახიძე. აბა რას უნდა ველოდო? ეს ერთ-ერთი მაგალითია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, თორემ ამას შემდეგ ჯაჭვი მოჰყვა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა – მინდა, ერთხელ და სამუდამოდ მოვახერხოთ საარჩევნო გარემოსა და ადმინისტრაციის იმგვარად წარმართვა, რომ ყოველგვარი მანიპულაცია და უკანონო ჩარევა იყოს გამორიცხული და არა ვინმეს კეთილ ნებაზე დამოკიდებული