პარტია “კანონი და სამართალი”-ს ლიდერი, თაკო ჩარკვიანი:
ერთი რამ უნდა გავთქვა: ვინც მიცნობს და საკმაოდ დიდი სამეგობრო მყავს, იციან რომ ნიჭიერი ადამიანების მიმართ უშურველი ვარ, მხიბლავს, მიყვარს და მადლობა, რომ ღმერთმა ნიჭიერი ხალხი არ მომაკლო გარშემო მთელი სიცოცხლის მანძილზე. სხვის მიმართ შური მიკვირს, მაოცებს, მანცვიფრებს, ყველა შურიანი კრეტინი მგონია და უთუოდ უნიჭო, ან მცირე “ნიჭუკათი” დაჯილდოვებული, რაც კიდევ უფრო საშიშია, რადგან ნიჭს ემტერებიან “ნამეტნავად”, მაგრამ აღმოჩნდა ერთი რამ, რისიც თურმე მეც “მშურს” და ეს არის ჩვენს ერთ-ერთ სამეზობლოში (ქვეყანას ვგულისხმობ) ეროვნული თვისება – თავისიანის წარმოჩენის – თავისიანის გატანის უნარი, რაც მართალი მართალია ეს ფაქტია.
ჩვენთან, ვიღაც ვიგინდარა და სრულიად უნიჭო არარაობა, ეროვნული და ღვაწლმოსილი ანსამბლის – სუხიშვილების ლანძღვასაც კი ბედავს, იმიტომ რომ თავი მოაწონოს პოლიტიკურად “მავანთ” (აი სულაც არავინ რომ არ თხოვდეს, ნებაყოფლობით, მაინც ლანძღავს საკუთარი ინიციატივითაც კი) საკუთარი უნიჭო თავი რომ გამოყოს და ამით რაიმე სარგებელი მიიღოს, ან ფულით, ან ამ ლანძღვით ვინმეს თავი დაამახსოვროს. ასე იყო მუდამ, ვინც საშუალო ნიჭით -“ნიჭუკათი” ლექსს წერდა ნაღდ პოეტს უთუოდ ერჩოდა, ეზიზღებოდა, სძულდა ან ვითომ “ლიტმცოდნეობას” აფარებდა თავს, რომ ეს ვითომ “მცოდნეობა “ტალახის შესასხმელად გამოეყენებია, არადა ჩუმად “ეგენი” “ლექსებსა წერამდნენ”
#ეგ ვითომ “ლიტერატორები”( ზოგიერთ ლიტქილერს ვგულისხმობ) არადა
ნიჭი ოხერია და ხალხში მაინც ნიჭიერი ხალხის დაწერილი სტრიქონი რჩება, ასეა ზ.ფალიაშვილს ოპერა “დაისის” უვერტიურა დაუწუნეს საბჭოზე და ფალიაშვილმა იხუმრა “არაუშავს, ამ უვერტიურით გაგასვენებთ ყველასო”, ასეა ყველა დიდსა და ნიჭიერს “მცირენი” გულს ტკენდნენ, ლანძღავდნენ, უწუნებდნენ შემოქმედებას, სულხან საბა წვერით ითრიეს, ილია მოკლეს, გურამიშვილიც გადახვეწილი იყო, ვინც არა და აქ გაუხეთქეს გული ტალახის სროლით, წერილებს რომ გადახედავ, დიდი მგოსანი აკაკი წერეთელი ერთ-ერთ წერილში ლამის იხვეწება “მეც ხომ პოეტი ვარო”, დიახ არ მოგესმათ ბატონებო, დიახ, აკაკი წერეთელი -“ცა ფირუზ ,ხმელეთ ზურმუხტოს ავტორი” მოახერხეს და მიიყვანეს ამ ზომამდე.
არადა კითხვა ისმის: ამ ტალახის მსროლელთა ერთი სტრიქონი, ან ლექსი, ან მელოდია დარჩა? შემორჩა?? აიტაცა ხალხმა??? არა რა თქმა უნდა, ხალხი ფილტრავს, გემოვნებიანია და ნაღდს და ნიჭიერად შექმნილს იტოვებს. აბა მაშ რა ფუნქცია ჰქონიათ ამ შურიან ვერშემდგარ “ქილერებს”, პოტენციურ მკვლელებს, გარდა იმისა რომ ნაადრევად სიცოცხლეს უწამლავენ ნიჭიერ ადამიანებს და ამით დიდ ზიანს აყენებენ ქვეყანას, არადა არაცნობიერში, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი უნიჭობა დევს-მათი უნიჭობა დევს, საკუთარი ვერშექმნილი- ვერ შექმნილი ლექსის სტრიქონი და მელოდიური ფრაზა აწვალებთ, ეს არის და ეს.
ჩაკრულოს, ლილეოს და მრავალჟამიერის პატრონები ვართ და “ტყეში პანტას” დავეძებთ.
საკუთარი განძის წარმოჩენა თითქოს გვიხარია, მაგრამ უნიჭო “ქილერებს”, განძის შემქმნელების – ნიჭიერი ხალხის განადგურების უფლებას ვაძლევთ.
ბევრი ნატრობს ჩვენს გარშემო მეზობლად ასეთ კულტურას, დაუღალავად იღწვიან საკუთარის წარმოჩენის გამო, ჰოდა ვენაცვალე “ჯიგარში”, არა ბიჭო ჩვენსავით, ვიღაც არარაობას გაანადგურებიებენ ქვეყნის განძს!
მწარე სიმართლეს ვწერ, მაგრამ დიდი ხნის დაკვირვების ნაყოფია ეს სტატუსი. რა უნდა ვქნათო ვიღაც იკითხავს?! რა და სიტყვა მახვილია და ამ მახვილით უნიჭოებს არ უნდა მივცეთ საშუალება ნიჭიერი ხალხი მოვაკვლევინოთ, საქართველოს განძია თითოეული დიდი შემოქმედი.
გამგებმა გაიგო რაც დავწერე და ვინც ვერ გაიგო, ”ტყეში პანტის ძებნა” გააგრძელოს და იქვე წერონ და იკითხონ ჩუმად თავიანთი “ლექსები” და “სიმღერები” და ტყეში ანთხიონ ბოღმა.
შურით დიდი შემოქმედება არ იქმნება, ქვეყნისთვის, მხოლოდ ზიანის მიყენება შეუძლია მოძმის მიმართ შურს, რადგან უნიჭობისგან დაკომპლექსებული ”მკვლელებით” ბევრჯერ გაანადგურეს ნიჭიერი ხალხი, ვინც საქართველოს განძს უქმნიდა.
გამოსავალი – წამალი ერთია! არ მისცეთ საშუალება უნიჭო “მკვლელებს” ნიჭიერი ხალხის ლანძღვისა, ეს დიდი და ეროვნული საქმე იქნება.
მათ შურს არ გადავაყოლოთ ჩვენი განძი.
ჩემი დიდი კულტურის მქონე ქვეყნის დარდმა დამაწერინა ეს სიმართლე.
ვინც გაიგებს გაიგებს, ვინც არა და “წერონ და იკითხონ” საკუთარი უნიჭობა, ოღონდ სახლში, ან “ტყეში” პანტის საძებნელად რომ წავლენ




