თაკო ჩარკვიანი: ეს რა არგუმენტებია, ეს რა ფორმაა “გაპრავების” დიქტატურასთან ბრძოლის დროს, ხომ კარგად ხართ პოლიტიკოსებო?!!

“უკაცრავად და ვინ თქვა რომ სხვებს არ ემუქრებიან??! ზოგს ფიზიკურად უსწორდებიან ოპოზიციონერს, გვინახავს სახლებთან დახვედრის კადრები, იქნებ სხვებსაც ემუქრებიან და ბიზნესს უბლოკავენ, უნადგურებენ, თავს ესხმიან, ფიზიკურად უსწორდებიან, მაგრამ სახეს ინარჩუნებენ, რა თქმა უნდა აღვირახსნილი, ამორალური, დიქტატურაა რუსული, ბავშვების სიცოცხლით რომ ოჯახს ემუქრები-რუსული დიქტატურაა, რად უნდა ამას საუბარი!
მახსოვს ჩემს ოჯახს ქუთაისის აეროპორტში 4 მამაკაცი დაესხა (ერთ კაცს ანუ ჩემს მეუღლეს და ორ ქალს ანუ მე და ჩვენს შვილს) თავს 2018 წელს (საპრეზიდენტო არჩევნებში “ძალა ერთობას” რატომ დაუჭირე მხარი პრეზიდენტად გრ.ვაშაძე რატომ წარადგინეთ ბაგრატის ტაძართანო 5-იანითო ხუთი ნომრითო მიკიოდა მოზვერივით ტიპი (დევს კადრები სოც ქსელში): იქვე ერთ-ერთმა, რომელიც საკრებულოს წევრი აღმოჩნდა მითხრა ქვეყანა უნდა დატოვოთ ოჯახმაო (ვფიქრობ ბევრს ახსოვს? ). მეორე დღეს გამოვიდა ღია ეთერში და ჟურნალისტმა კითხა ოჯახს ღიად თავს დაესხნენო და მან კითხვაზე უპასუხა: “რასაც დასთეს იმას მოიმკიო”. მართლა ფიქრობს ვინმე რომ ამ თავდასხმას, ამ ყველაფერს გაგრძელება არ მოჰყოლია?!
ჰოდა,
ეს რა მესმის?! ეს რა არგუმენტებია, ეს რა ფორმაა “გაპრავების” დიქტატურასთან ბრძოლის დროს, ხომ კარგად ხართ პოლიტიკოსებო?!!
თან ამბობთ რომ სახელმწიფო მიტაცებულია (და რა თქმა უნდა არის მიტაცებული) და თან ღიად აცხადებთ რომ პირველივე წინააღმდეგობის დროს მოწყვლადები ხართ ჟანტაჟის და ზეწოლის მიმართ?
ამას აცხადებთ ბრძოლის დროს???
კოტე იოსელიანის ამ “მეორე ბოდიშის” შემდეგ “ხელისუფლება”არ შეცვლილა – არაფერი შეცვლილა, ეს რეჟიმი და ოლიგარქიული მართველობა ისევ არის და ახლა რა ვქნათ “მესამე ბოდიშს “ დაველოდოთ”??!!
ტუტუცი კაცი არ უნდა იყო, არც “მაშინ როცა დაუფიქრებლად სხვის პირად ცხოვრებაზე ტვ ეთერით “ტლიკინებ “ და არც ახლა კვლავ რომ აგრძელებ “კაცურ საუბარს”!!!
ნურავის ეწყინება, რა ვქნა სხვა რამ არ მესმის უბრალოდ არ ვიცი და რა ვქნა🤷🏼‍♂️
არ შეძლება – ვერ შეძლება, ვერ გაძლება და სიმტკიცის ვერ შენარჩუნება ცოდვა არ არის, არანაირად არ არის ცოდვა მით უფრო დიქტატურის და ამ აღვირახსნილი რუსული მართვის დროს, მაგრამ მტკიცება, მიმტკიცო რომ ეგ შენი “ბოდიში” სწორია “ნამეტანია კაცო”.
ასე “ბოდიშების რაინდების “ ახალი პარტია შეიქმნება და სთან ერთად “ოცნების” არჩევნებში მშვიდად იცხოვრებენ კიდევ 20 წელი ოლიგარქატთან ერთად!!!
პოლიტპატიმრები სხედან “პაივცემულებო” ხალხნო გამომწყვდეულები არიან ახალგაზრდა ბიჭები და გოგონები!!!!
რა დროს კ.იოსელიანის მეორე თუ პირველი ბოდიშის “გაპრავებაა” მესამე ბოდიშის მოლოდინში …..
ბრძოლაა თუ “ბატიტუტის” ჭამა?!” – წერს სოციალურ ქსელში პარტია “კანონი და სამართალი”-ს ლიდერი, .