თაკო ჩარკვიანი: ეს მათ გასაგონად ვინც “აღფრთოვანებით შეწუხებული ” წერს, რომ ნაც მოძრაობა დაშალეს 3 თვით ადრე თავმჯდომარე გამოცვალესო

“ეს მათ გასაგონად ვინც “აღფრთოვანებით შეწუხებული ” წერს, რომ ნაც მოძრაობა დაშალეს 3 თვით ადრე თავმჯდომარე გამოცვალესო, არადა მოხდა აი რა: წავიდა უკარგესი, გულწრფელი, თავდადებული მებრძოლი, უფრო ზუსტად თავმჯდომარეობიდან გადაინაცვლა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე  (ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, მრავალმხრივი მოტეხილობების შედეგად) რადგან მოგეხსენებათ უმოწყალოდ გაუსწორდნენ, სასტიკად სცემეს პოლიციის ზონდერებმა ერთ-ერთ აქციაზე, როცა ახალგაზრდებს იცავდა. ასე განსაკუთრებით სასტიკად სცემეს, რადგან მართლა გულწრფელი მებრძოლია და ასე ექცევიან ხელისუფლების ზონდერები ნამდვილებს, გულწრფელებს, ხოლო “ფეიკებთან” გარიგებას ახერხებენ,
ახლა ნაც მოძრაობის თავმჯდომარედ მოვიდა ამ მოძრაობის იდეის მატარებელი, დასავლეთის ვექტორის უპირობოდ მომხრე ერთგული, პროფესიონალი, თავდადებული მებრძოლი ქალი თინა ბოკუჩავა.
რატომ არის ეს სწორი გადაწყვეტილება დაშლა პარტიისა??
ახალი პარტიები იქმნება ჩვენს თვალწინ 4 თვით ადრე და მაშინ არ “შეწუხებულა” ზოგიერთი, პარტიაში რომ გადაადგილება მოხდეს ადამიანის ჯანმრთელობის გათვალისწინებით რა არის ამაში გასაკრიტიკებელი??
გასაოცარია ასეთი- “ ზოგიერთის” მიერ “მოუნელებლობა” წარსული წყენისა, მითუფრო ახლა, როცა გაერთიანებაზე ვსაუბრობთ!!!!! გადადეთ ავადმყოფური ამბიციები, რუსეთთან დაპირისპირების დროს ფოკუსირდით საქართველოს გადასარჩენად!
ხაბე -ლევან ჯანმრთელობას გისურვებ, ბრავო თავდადებისთვის!✌️❤️
თინა -წარმატება ამ რთულ გზაზე,” – წერს სოციალურ ქსელში .