თაკო ჩარკვიანი: ბიძინა კვერნაძის ხუმრობის არ იყოს “ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს”…..

“ისე, შუბლის ძარღვი რომ გაწყდება ერთმა მაგარმა მწერალმა თქვა, მერე იოლია ალბათ ცხოვრება და თუ საერთოდ არ გაქვს, ვერც მშობლის მწერლობა, ან კინორეჟისორობა გიშველის, როგორც ბიძინა კვერნაძემ იხუმრა ნიჭიერად, გეორგიევსკის ტრაქტატზე გადაღებული ქართული ფილმი “წიგნი ფიცისა”,  რომ ნახა ენამოსწრებულად თქვა: “ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო”.
მე აღარაფერი მაკვირვებს, არც 4 წლის წინ ს საპატივცემულოდ საპრეზიდენტო კარზე ნაცეკვი მხრებამოგდებული “კინტოური”,
რადგან სულ ჯანსუღის ხუმრობა მახსენდება ერთ “კაცს” უთხრა 25 წლის წინ:

” წამსვე შემიტოკდა ულვაში ,
შენ რომ დაგინახე ფიგარო,
ილია არ ყოფილა დუმაში,
შენ ვის დუმაში ხარ ჯიგარო”….
ასე, რომ იცეკვეთ “კინტოური” გოგოებო, ოღონდ ახლა სხვის “კარზე”, რადგან ზურაბიშვილი ბიძინას აღარ მოსწონს ( ნუ ასე ამბობს). ჰოდა, არ “დეიღუპოთ” ე მანდ არ გაანაწყენოთ მამამარჩენალი, ან არ მოგხსნათ უცებ სამსახურიდან, რა ხდება ქვეყანა-სამშობლო მხოლოდ კომფორტია, ჭინჭია, “კინტოურია”, “პაეზდკაა” პარიზში ან დუბაიში? ც მხოლოდ მონატრებული ზღვისპირა აგარაკია? სადაც რუს პოეტებს აგარაკები ჰქონდათ საკუთრებაში და ტკბილად და “ნოსტალგიურად” გახსენდებათ, ისე რომ კითხვაც არ გიჩნდებათ და რატომ და რისთვის ჰქონდათ ჩვენს აფხაზეთში მათ სახლები საკუთრებაში, რა განა ქართველი დიდი პოეტები და მწერლები არ გვყავდა თუ რა ? ზოგს თავს რომ აკვლევივებდნენ პაოლოსავით და ზოგიერთი კი “ლეჩკომბინატის” მეოთხე სართულიდან სასოწარკვეთილი და მშიერი ხტებოდა, როგორც გალაკტიონი.
მეც კარგად ვიცნობდი იმ “სივრცეს” თქვენ რომ გენატრებათ და ბევრ დიდ რუს პოეტს თუ მწერალს, ბევრს პატივს ვცემ ბევრს არა, მაგრამ ახლა აქ ამაზე არ არის საუბარი, უბრალოდ, “ცრემლიანი თვალებით ” რომ გაგახსენდებათ აფხაზეთი და რუსი მწერლები, რუსი პოეტებისთვის საჩუქრად გადაცემული ნაკვეთები და სახლებიც გაიხსენეთ, გაჩუქებული ქართული მიწა….. სწორედ აფხაზეთის მონატრება რომ მაქვს, იმ დღეების, იმ სურნელის და რომ “ვკვდები”, ამ დროს ნოსტალგიურად ზღვისპირა აგარაკზე მეზობლად მცხოვრები რუსი პოეტები კი არა რუსების მიერ წართმეული ლურჯი რიწა მახსენდება და კიდევ, გულდასაწყვეტი “სიჩუმე” დუმილი ჩვენი მეგობარი რუსი მწერლებისა, ერთი სიტყვა რომ არ შეგვაწიეს საჩვენოდ -არასოდეს ( მცირე, თითზე ჩამოსათვლელი გამონაკლისის გარდა ) იმიტომ არ ვეთანხმები ამ რუსულ კანონს და თქვენც თუ გაქვთ ეს მონატრება, რუსულ კანონს როგორ (როგორღა) ეთანხმებით ძვირფასებო ?!
ბიძინა კვერნაძის ხუმრობის არ იყოს “ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს”…..” – წერს სოციალურ ქსელში პარტია “კანონი და სამართალი”-ს ლიდერი .

ასევე დაგაინტერესებთ