თაკო ჩარკვიანი – არ გავიდეთ გარეთ, არა? არ დავყაროთ კარვები და ლეიბები? – „ბულკებზე“ გაზრდილი საბა ბუაძის, “მუსტანგზე” ამხედრებული ხაზარაძისა და ივანიშვილის გახარიას იმედად ვინც არის დარჩენილი, ან პოლიტიკურად ბეცია, ან “ნეტარი”

არ გავიდეთ გარეთ, არა? არ დავყაროთ კარვები და ლეიბები?, – ამის შესახებ პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერი სოციალურ ქსელში წერს.
თაკო ჩარკვიანი გავრცელებულ განცხადებაში ოპოზიციის ნაწილს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ვინც „ფუნთუშებზე გაზრდილი საბა ბუაძის, მუსტანგზე ამხედრებული ხაზარაძის და ს, გახარიას იმედად არის დარჩენილი“, ან „პოლიტიკურად ბეცია“, ან “ნეტარი“.
“არ გავიდეთ გარეთ, არა ????? არ დავყაროთ კარვები და ლეიბები??? რატომ??? პოლონეთში ჩვენზე ნაკლებად მოაზროვნენი არიან, დრამატულ თეატრთან რომ 300 “მატრასი” ლეიბი დაყარეს პატრიოტებმა, ისე რომ, არ უღლიცინიათ, როგორც ზოგიერთმა “აქოურმა ” კომფორტს მორგებულმა “ზარმაცმა ” ოპოზიციონერმა იღლიცინა, მახსოვს ყოფილი ხელისუფლების დროს (4 თვე გარეთ კარვები იყო გაშლილი).
ჰოდა გახარია რომ ოპოზიცია გეგონება, სახლებიდან ქუჩაში კი არა, ქვეყნიდან გაყრიან პატრიოტებს ცოტა ხანში!
კარვები და ლეიბები “ტეხავს” რუსთაველზე? რუსთაველზე გასვლა არააქტუალურია??? როგორც ერთმა პოლიტლუზერმა თქვა. ხოდა “ბულკებზე”- ფუნთუშებზე გაზრდილი საბა ბუაძის, ამერიკულ ძვირადღირებულ მუსტანგზე ამხედრებული ხაზარაძის და ბიძინა ივანიშვილის, გახარიას იმედად დარჩენილი ვინც არის, ან პოლიტიკურად ბეცია, ან “ნეტარი”…..
მოქალაქეების გამოსახლების კადრებს ვუყურებდი და სიმწრისგან ( შემზარავ კადრებს ) გალაკტიონი მომაგონდა “ ქუჩაში მტვერში წაიქცა ბავშვი, თმით მიმოზებით ნუკრის თვალებით……… შეშლილი სახით კიოდა ქუჩა, შორს კი მზე დარჩა და მშობლის კერა”….
მტვერში, ქუჩაში, მტრის გარემოცვაში დარჩენილია საქართველო!“, – წერს ჩარკვიანი „ფეისბუქზე“.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ვერავის მოჰყავს მაგალითი, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული, მე კი უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო წინა ხელისუფლების მიერ სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე კომპანიების რუსებზე გასხვისების შესახებ

ლევან ხაბეიშვილი – კობახიძე-მდინარაძემ აიღო პასუხისმგებლობა ბიძინასთან, რომ რიჟვაძის საქმეს მიხედავენ – ელოდებიან მის გაუმჯობესებას, რათა სიცოცხლის სანაცვლოდ შესთავაზონ გარიგება, რომ ყველაფერი დააბრალოს ოპოზიციასა და ოპოზიციურ მედიებს

კახა კალაძე – ოჯახური ღირებულებების კანონთან დაკავშირებით იყენებენ ნაცად გეგმას, ქილიკით და ღლიცინით უნდათ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ – არც ამ კანონს და არც გამჭვირვალობის კანონს ვიზალიბერალიზაციასთან კავშირი არ აქვს