პარტია “კანონი და სამართალი”-ს ლიდერი თაკო ჩარკვიანი:
ვუსმენ ამ შემზარავ უსამართლო განაჩენს პოლიტპატიმარი ახალგაზრდების მიმართ და ვფიქრობ, რომ არ არის სწორი ფრაზა, რასაც ბევრი პოლიტიკოსი თუ არაპოლიტიკოსი აჟღერებს ტვ ეთერით თუ ისე, რომ ” მოსამართლეები და პროკურატურა” ასრულებს, რასაც ერთი ოლიგარქი ანუ “ხელისუფლება ” უბრძანებს. არ მიმაჩნია ეს სწორ ფორმულირებად, რადგან ასე პასუხისმგებლობას ვხსნით მოსამართლეებს, პროკურორებს, რომლებიც ხელს აწერენ აღვირახსნილ გადაწყვეტილებას. ასეც რომ იყოს და კი ბატონო, უთუოდ ერთი ოლიგარქი მართავს სახელმწიფოს, მაგრამ თითოეულ მოსამართლეს და პროკურორს ეკისრება ასეთივე პასუხისმგებლობა ამ აღვირახსნილი ქმედების გამო!!!!
მათი ქმედება უნდა შეფასდეს!!!!!!! ეს არის სწორი!!! საკუთარ მოქმედებაზე პასუხი მათ მოეთხოვებათ! მხოლოდ ასე შეიძლება ბრძოლის მოგება უსამართლო “მოსამართლეებთან”!!!!! ვფიქრობ ეს არის ბრძოლის სწორი ფორმა და მიზანში მოხვედრა! ამ “მოსამართლეებმა” სამომავლოდ ვერ უნდა გაბედონ ამოთქვან ფრაზა: “ჩვენ რასაც გვეუბნებოდნენ იმას ვაკეთებდითო”- სწორედ ეს არის უმძიმესი დანაშაული!!!!