თაკო ვალიშვილი: … საიდანაც ხაინდრავას ნაირი მედროვე ,,რეჟისორი” ავტორიტეტი ელაპარაკება მოსახლეობას? (ვიდეო)

არქიტექტორი თაკო ვალიშვილი:

სანამ იმაზე მაღლა დავდგებით რომ მსგავსს ნაძირლებს არ მივაქცევთ ყურადღებას, ყველაფერი რომ სასწორზე გვიდევს მიუხედავად ამისა სახლში გაჩუმებას ვამჯობინებთ – ესენი პროტესტში მყოფ წესიერ, პატრიოტ და ღირსეულ მოქალაქეებს ,,შეუკერავენ” სამშობლოს მოღალატის საქმეს და ეცდებიან იზოლაციაში მოაქციონ, რომ მეტად გაუადვილდეთ გაჩუმებული მოსახლეობის მართვა და ტყუილის სიმართლედ გასაღება. ქვეყნის ძარცვა და სახლში დარჩენილების დარწმუნება უპერსპექტიობაში..
ვინც პროტესტზე აღარ გამოდის მათი ფსიქოლოგიურად გატეხაა ახლა მიზანი რომ გააფორმონ და აღარასოდეს გაიხსნას დასავლეთის კარი. სწორედ მტერთან პირისპირ დატოვება იწვევს ომს და არა ძლიერი მოკავშირეები. როცა აღარცერთი მეგობარი აღარ იქნება საქართველოს გვერდში, ვერც ვეღარასდროს გაიბრძოლებ თავისუფლებისთვის.
გაუნათლებლობა კი ამის უტყუარი გარანტიაა, სწორედ ამიტომ ცდილობს რეჟიმი მოაწონოს მოქალაქეებს 11 წლიანი სწავლება, სინამდვილეში კი მსოფლიოს უმეტესი ქვეყნის აღიარებული სწავლების სისტემიდან გვაგდებს რომე მეტად ჩამოვცილდეთ განვითარებას და შემდეგმა თაობამ არ დაუშვას ის ,,შეცდომა” რაც გაეპარათ ჩვენზე
რაც ევროკავშირი შეიქმნა 70 წელია ომი არ ყოფილა
სადაც ა იქ სულ გაჭირვება და სიკვდილი მოდის
ერთი შემთხვევა მითხარით, საქართველოს როცა უჭირდა და რუსეთი დაეხმარა
სწავლის უამრავი დაფინანსება და გახსნილი საზღვრები, სამედიცინო სფეროში ამდენი დახმატება ტექნოლოგიებით აღჭურვა, ინპლანტები, მასალები… სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა და გრანტები, ძეგლების, ეკლესიების – ჩვენი ისტორიის აღდგენისათვის გაწეული ინტელექტუალური თუ ფინანსური დახმარება, უსახლკაროების, მიტოვებული ბავშვების, თავშესააფრების, უმცირესობების ძალადობის მსხვერპლთა დამხმარე არა სამთავრობოები
ეს ყველაფერი ევროპის დაფინანსებულია, იმიტომ რომ დასავლეთი განვითარებს, რუსეთი კი გისპობს შვილისთვის წესიერ ცხოვრებას, განათლების მიღების საშუალებას…
ჩვენამდე ნებისმიერი ინფორმაცია მოტანილია დამოუკიდებელი მედიიით რომელსაც ასე დევნიან. რატომ ერჩიან ასე თუ ტყუილის გასაღება არ უნდათ ამ უმსგავსო კანტორებით საიდანაც ხაინდრავას ნაირი მედროვე ,,რეჟისორი” ავტორიტეტი ელაპარაკება მოსახლეობას?
ნუ გაწირავ თანამებრძოლს, თორემ გაიწირება საქართველოც! სოლიდარობა და მოქმედება ერთადერთი გამოსავალია…