თათი მელუამ 2024 წლის მსოფლიო სამსაჯო რეიტინგში პირველი პოზიცია დაიკავა

მსოფლიო კარატეს ფედერაციამ განაახლა 2024 წლის მსოფლიო სამსაჯო რეიტინგი, სადაც პირველი პოზიცია დაიკავა საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის თავმჯდომარემ, საერთაშორისო მსაჯმა მსოფლიოსა და ევროპის კარატეს ფედერაციების ეგიდით, თათი მელუამ.
“მსოფლიოს კარატეს ფედერაციამ, ბოლო წლებია შემოიღო სამსაჯო რეიტინგი. ეს ნიშნავს იმას, რომ შეჯიბრებებზე მონაწილე მსაჯებს მსოფლიო კარატეს ფედერაციის კომისიის წევრები უწერენ ქულებს. ამ ქულების მიხედვით დგება რეიტინგი. გუშინ განახლდა 2024 წლის რეიტინგი და პირველ ადგილზე ვარ. მუდმივ რეიტინგში, ანუ 4 წლის რეიტინგში, მსოფლიოში 3 ადგილზე ვარ და ჩემი მიზანია, რომ მუდმივ რეიტინგშიც გავხდე #1. რეიტინგში შესულია ყველა უმაღლესი კატეგორიის მსაჯი(ქალი მსაჯების რეიტინგი ცალკე არ არსებობს).
სულ 7 წელია რაც კარატეში მსაჯობა დავიწყე და ძალიან გახარებული ვარ ამ შედეგით. ზოგადად, ძალიან მიყვარს კონკრეტული მიზნის დასახვა და ყველანაირად ვცდილობ, რომ ამ მიზანს მივაღწიო. მაქსიმალისტი ვარ და ჩემთვის დიდი სტიმულია მსოფლიოს სამსაჯო რეიტინგში 1 ადგილზე ყოფნა. ვცდილობ, რომ ჩემი გამოცდილება ქართველ მსაჯებს გავუზიარო და ბოლო 1 წელიწადში ფედერაციაში დაგვემატა 6 ევროპის და 6 მსოფლიოს ლიცენზირებული მსაჯი. დიდი მადლობა საქართველოს სპორტის სამინისტროს, ოლიმპიურ კომიტეტს და საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნულ ფედერაციას, ჩემს წარმატებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის“, – განაცხადა „ქართულ კვირასთან“ საუბრისას თათი მელუამ.
აღსანიშნავია რომ თათი მელუა პირველი ქართველი მსაჯია, ვინც დასახელდა მსოფლიოს TOP24 და ევროპის TOP10 მსაჯს შორის, ნოემბერში, ესპანეთის ქალაქ პამპლონაში, მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატში სამსაჯოდ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”