ყველაზე მეტად რისიც ეშინია რუსულ რეჟიმს, ეს არის ლევან ხაბეიშვილის სიტყვები, რომ თურმე ერთ კაცს შეუძლია მოახდინოს რევოლუცია და მათ ეშინიათ ქართული ხუთ ჯვრიანი დროშის, რომელიც არის ჩვენი და რუსთაველის გამზირის დაანონსებული მშვიდობიანი დამხობის და რევოლუციის სიმბოლო,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, თათია ნიკოლაშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, „ახლა ჯერი ქართველ ხალხსა და თითოეულ ადამიანზეა, რომლის ვალდებულებაცაა, რომ ლევან ხაბეიშვილის მიერ დაწყებული თავგანწირული ბრძოლა ბოლომდე მიიყვანოს“.
„ეს არის ნათელი დადასტურება თუ როგორ თითხნიან მესამე დღეა იმ აბსურდულ ბრალს, რაც რუსულმა რეჟიმმა ლევან ხაბეიშვილს წაუყენა. არაერთ დარღვევასთან გვქონდა პირდაპირი შეხება, მათ შორის რამდენიმე საათის განმავლობაში ადვოკატის შესვლის უფლება ჰქონდა მას შეზღუდული და ყველაზე მეტად რისიც ეშინია რუსულ რეჟიმს, ეს არის ლევან ხაბეიშვილის სიტყვები, რომ თურმე ერთ კაცს შეუძლია მოახდინოს რევოლუცია და მათ ეშინიათ ქართული ხუთ ჯვრიანი დროშის, რომელიც არის ჩვენი და რუსთაველის გამზირის დაანონსებული მშვიდობიანი დამხობის და რევოლუციის სიმბოლო. ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ ყველანი ერთად უნდა შევიკრიბოთ და ხუთ ჯვრიანი დროშებით ხელში რუსთაველის გამზირზე ერთად უნდა დავამხოთ რევოლუციით ეს რეჟიმი და ახლა ჯერი არის ქართველ ხალხზე და თითოეულ ადამიანზე, რომლის ვალდებულებაცაა, რომ ლევან ხაბეიშვილის მიერ დაწყებული თავგანწირული ბრძოლა მიიყვანოს ბოლომდე“,- განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ოფიციალურად დღეს წარუდგინა. როგორც უწყებაში ბრიფინგზე განაცხადეს, ლევან ხაბეიშვილს ბრალი უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდების მუხლებით წარედგინა.
ლევან ხაბეიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის (ფულის გადაცემის) დაპირებას გულისხმობს, და საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლით წარედგინა, რომელიც საქვეყნოდ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.
პროკურატურის ინფორმაციით, უწყება ლევან ხაბეიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.




