თათია ნიკოლაშვილი – ივანიშვილის პირობებში, საქართველოში აღარ არსებობს ადამიანის უფლებები – ივანიშვილს უნდა რუსეთი, ქართველი ხალხის არჩევანი კი არის ევროპა და ცივილიზებული სამყარო

[ბიძინა] ივანიშვილის პირობებში, საქართველოში აღარ არსებობს ადამიანის უფლებები, რაც განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა „რუსული კანონის“ წინააღმდეგ ჩატარებულ საპროტესტო აქციებზე. ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება სრულიად განსხვავებული ცნებებია, ივანიშვილს უნდა , ქართველი ხალხის არჩევანი კი არის ევროპა და ცივილიზებული სამყარო, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, თათია ნიკოლაშვილმა სტრასბურგში, სოციალური ჩართულობისა და ადამიანის ღირსების კომიტეტზე განაცხადა.
როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თათია ნიკოლაშვილი, სტრასბურგში ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლების კონგრესში საქართველოს დელეგაციის წევრია.
ის სოციალური ჩართულობისა და ადამიანის ღირსების კომიტეტის სხდომას ესწრება, სადაც განიხილება თემა – ადამიანის უფლებები ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე.
პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თათია ნიკოლაშვილი კომიტეტზე სიტყვით გამოვიდა და ისაუბრა საქართველოში, „ქართული ოცნების“ მიერ, ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე, განსაკუთრებით „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ აქციებზე, სადაც მშვიდობიან მომიტინგეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
„მე წარმოვადგენ საქართველოს, ქვეყანას, რომლის ისტორიული ოჯახი არის ევროპა, მაგრამ ახლა ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლება მიტაცებული აქვს რუს ოლიგარქს, ბიძინა ივანიშვილს. მის პირობებში, საქართველოში აღარ არსებობს ადამიანის უფლებები. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ ბრძოლის დროს ეს კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა – პოლიციელები, რომლებიც წესით ჩვენს უფლებებს უნდა იცავდნენ, უმოწყალოდ, მიზანმიმართულად, კამერების წინ სცემდნენ პოლიტიკოსებს, ახალგაზრდებს, ულეწავდნენ სახის ძვლებს. მათ მიერ განხორციელებულ ძალადობას ემსხვერპლა ძალიან ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა, ეს ყველაფერი, რასაც აქ ხედავთ, ფაქტობრივად, პირდაპირ ეთერში ხდებოდა. ჩვენი პარტიის თავმჯდომარე, , რომელიც აქციაზე უბრალოდ იდგა, ცდილობდა ახალგაზრდას დახმარებოდა, გადაერჩინა, გაიტაცეს და ამ მდგომარეობაში ჩააგდეს. მას გაუარესებული ჯანმრთელობის გამო მოუწია თანამდებობის დატოვება. ეს არის ჩვენი პარტიის მდივანი – დიმა ჩიქოვანი, სამოქალაქო აქტივისტი – დავით ქაცარავა, ახალგაზრდები, აქტივისტები. ასე გაუსწორდნენ მათ. დღემდე გრძელდება შემთხვევები, როდესაც სამოქალაქო აქტივისტებს, პოლიტიკურ ლიდერებს, ორგანიზებული ბანდფორმირებები უსაფრდებიან სახლებთან, უსწორდებიან ფიზიკურად, თუმცა არავინ ისჯება ამის გამო, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველგან კამერები აყენია ქალაქში. ასევე, კონკრეტულად, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი, ზვიად ხარაზიშვილი, რომელიც ჩვენი ინფორმაციით დასანქცირებულია უკვე -ის მიერ, პირადად გასცემდა დავალებებს, პირდაპირი ეთერის საშუალებით ემუქრებოდა მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს, ასევე ემუქრებოდა ხალხს, ეს მოხდა რამდენჯერმე და შედეგს თავადაც ხედავთ.
შესაბამისად, სამწუხაროდ, ს პირობებში, საქართველოში აღარ არსებობს აღარანაირი უფლება, რითაც ისარგებლებს საქართველოს მოქალაქე. მალე ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გვაქვს. ამასთან, გვაქვს იმედი ჩვენი პარტნიორების, მეგობრების, რომ იქნება ბევრი დამკვირვებელი, რათა ქართველი ხალხი არ დარჩება მარტო. ამ ხნის განმავლობაში, მსოფლიომ იხილა, რომ ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება სრულიად განსხვავებული ცნებებია. ივანიშვილს უნდა რუსეთი, ქართველი ხალხის არჩევანი კი არის ევროპა და ცივილიზებული სამყარო“, – განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა.