თათია ნიკოლაშვილი – გურიაში ქუჩაში გადაადგილება შეუძლებელია, „ზონდერები” უკვე რუსულნომრიანი მანქანებით დადიან

მინდა მივმართო გურულებს – ნუ შეგეშინდებათ, ვერავინ გაიგებს თქვენს არჩევანს მას შემდეგ, რაც ხმას მისცემთ – ბიძინას მოსაშორებლად, ჩვენ დავიცავთ ყველა თქვენს ხმას და დასრულდება ეს ძალადობა, დაპირისპირება, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, თათია ნიკოლაშვილმა განაცხადა.
ნიკოლაშვილის თქმით, გურიაში, მოჭიდავეები ამომრჩევლებზე ძალადობენ.
„გურიაში „ზონდერი“ მოჭიდავეების მხრიდან ადგილი აქვს ძალადობას ამომრჩევლებზე და ამ ყველაფერს ძმები გეგეშიძეები და გურიაში მათი წარმომადგენელი, გუგა ცინცაძე ახორციელებენ. გუშინ საღამოს, მათ ჩვენი კოალიციის საარჩევნო პლაკატები ჩამოხიეს. ჩვენ განვახორციელეთ ზარი 112-ში 00:55 საათზე, ხოლო ზუსტად, 4 წუთში ადგილზე მივიდა გუგა ცინცაძე, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მოგვაყენა.
ესენი პირადად ვანო ჩხარტიშვილის მიერ მობილიზებული „ზონდერები“ არიან, რომლებსაც ერთადერთი მიზანი აქვთ: დააშინონ ხალხი, რათა მათ არჩევნებზე ხმა ვერ დააფიქსირონ. ქუჩაში გადაადგილება უკვე შეუძლებელი ხდება, ჩვენ ზუსტად ნახევარი საათის წინ გამოვედით პოლიციის შენობიდან, სადაც ასევე, „ზონდერები“ ჰყავდათ მობილიზებული, რუსული ნომრებით. როცა ჩვენ გადავადგილდებოდით, „ბარიგობაში“ მხილებული „ზონდერები“ მოვიდნენ რუსულნომრიანი მანქანით და შეურაცხყოფა მოგვაყენეს.
ვიმეორებ, რომ მათი მიზანია ამომრჩევლების დაშინება, მაგრამ მინდა მივმართო გურულებს: ნუ შეგეშინდებათ, ვერავინ გაიგებს, თქვენს არჩევანს მას შემდეგ, რაც ხმას მისცემთ. ბიძინას მოსაშორებლად, ჩვენ დავიცავთ ყველა თქვენს ხმას და დასრულდება ეს ძალადობა, დაპირისპირება, ხოლო ჩვენი ქვეყნის გზა არის და იქნება ევროპისკენ“, – განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა, რომლის კომენტარსაც „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური – თუ ხდება შტურმი და შეტევა, შეგიძლია გამოიყენო ერთდროულად გაზიც, წყალიც და სხვა სპეცსაშუალებებიც, 2021 წელს ეს ცვლილება მე შევიტანე – ბოდიში ახლა და ცოცხლად წვავდნენ პოლიციელებს, ეგ შეიძლებოდა?!