თათია თექთურმანიძე მეუღლესთან დაშორებისა და დედობის შესახებ: “დიახ, ქმარს დავშორდი…” – Marao

თათია თექთურმანიძე ფართო საზოგადოებამ კულინარიული პროექტ “მასტერშეფიდან” გაიცნო, სადაც მას “დესერტების პრიცესასაც” ეძახდნენ. თათიამ გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო, თუმცა მაყურებელს თავი პროფესიონალიზმითა და თავმდაბლობით მალევე შეაყვარა და დაამახსოვრა. ამ პროექტის შემდეგ მან მონაწილეობა კიდევ არაერთ პოპულარულ შოუში მიიღო და, ამის პარალელურად, ინფლუენსერიც გახდა. თათია დღეს განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ ქსელში, ხშირად უკეთებს რეკლამას სხვადასხვა პროდუქტსა და მომსახურებას. ამასთან, ის საკუთარ გამომწერებს მარტივ და გამოცდილ რეცეპტებსა და რჩევებსაც უზიარებს.
რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც თათია თექთურმანიძეა და, როგორც ყველა სხვა ცნობილი სახე, პირად ცხოვრებაზე კითხვებს ისიც ხშირად იღებს. ამჯერად კი ის სწორედ მეუღლესთან დაშორებისა და დედობის გამოცდილებაზე საუბრობს:
“ჩემი შვილი სულ რომ ერთი დღით დავტოვო, ძალიან მიჭირს და მენატრება. როცა ბავშვის დატოვების საჭიროებაა, ვტოვებ დედაჩემსა და მამაჩემთან, ძალიან მოსწონს ბებოსა და ბაბუს სახლი, სადაც ჩვენს ძაღლთან ერთად თამაშობს და თავს ძალიან კარგად გრძნობს”, – წერს თათია, რომელიც ხშირად მოგზაურობს და კადრებს სხვადასხვა ქვეყნიდან მეგობრებსაც უზიარებს.
თათია პირად ცხოვრებასა და მეუღლეზე საუბარს ყოველთვის თავს არიდებდა, ამჯერად კი მხოლოდ ის განმარტა, რომ ქმარს დაშორდა: “დიახ, მეუღლეს დავშორდი…” – დაწერა მან.
“საქართველოში დავიბადე, მაგრამ რუსეთში გავიზარდე. დაახლოებით 4-5 წლის ვიქნებოდი, როდესაც აქედან წავედით. წელიწადში ორჯერ ჩამოვდიოდი საქართველოში, მაგრამ ქართული წერა-კითხვა, საუბარი ძალიან კარგად ვიცი, რაც დედაჩემის დამსახურებაა. მას უნდოდა, ქართული კარგად მცოდნოდა. 3 წლის წინ, მიუხედავად მამაჩემის წინააღმდეგობისა, როგორც კი როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე, საქართველოში დავბრუნდი. მამას უნდოდა, სამსახური იქ დამეწყო, რადგან იქ უფრო მეტი პერსპექტივა იყო განვითარებისთვის, მაგრამ ძალიან მიყვარდა ჩემი ქვეყანა, ყოველთვის მქონდა ნოსტალგია და ამიტომაც, ჩამოსვლა გადავწყვიტე”, – ამბობდა თათია ერთ-ერთ ინტერვიუში.
თათია თექთურმანიძემ ცოტა ხნის წინ გამომწერებს სასიხარულო სიახლე გაუმხილა და პარტნიორთან ერთად გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის შვილის სქესს იგებდა. ამ მოულოდნელმა სიახლემ მისი გულშემატკივრები გაახარა, თუმცა კითხვებს პირადი ცხოვრების შესახებ თათია ყოველთვის უპასუხოდ ტოვებდა. ის თითქმის არასდროს აქვეყნებდა ფოტოებს მეუღლესთან ერთად, თუმცა ხშირად აზიარებს კადრებს ქალიშვილთან, ელიასთან ერთად.
თათია ხშირად აღნიშნავს, რომ დედობამ მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა.
“აბსოლუტურად სხვა ცხოვრება იყო ორსულობამდე და სრულიად განსხვავებულია ახლა. დეპრესია არ მქონია. დროის უმეტესი ნაწილი, რა თქმა უნდა, ბავშვს მიაქვს, თუმცა მალე, ცოტა რომ წამოიზრდება, მეტი თავისუფალი დრო მექნება.
ბავშვს პირველივე დღიდან მარტო ვაბანავებ. საერთოდ არანაირი შიში არ მქონია. პირიქით, ძალიან თამამად და მომზადებულად შევხვდი. თქვენც არ დაიძაბოთ, თქვენზე უკეთ მაინც ვერავინ გრძნობს ბავშვს. ასე რომ, არაფრის შეგეშინდეთ”.