თათა მორჩილაძე: ყოველი ის საღამო, როცა ხალხი გვაკლდებოდა და ვღელავდით. ყოველი ის საღამო, როცა გვეგონა რომ …

“ყოველი ის საღამო, როცა ხალხი გვაკლდებოდა და ვღელავდით.
ყოველი ის საღამო, როცა გვეგონა რომ სხვები დაიღალნენ, ზოგს მობეზრდა და ვნერვიულობდით.
ყოველი ის საღამო, როცა ესენი ცხვრებივით გვთვლიდნენ და მორჩა მუხტი არ არისო – და ჩვენ განვიცდიდით.
ყოველი ის დღე, როცა მართლა გვეგონა, რომ საახალწლო თემებზე გადაერთეთ – და იმედგაცრუებული ვრჩებოდით.
ღირდა ამ დღედ!!! ამ საღამოდ ✊ 🇬🇪🇪🇺 21.12.2024
არ ვიცი რა იქნება ერთი წლის შემდეგ, მემორი რომ ამ სტატუსს ამომიგდებს, მაგრამ საოცრებაა რაც ახლა ხდება და რაც ახლა იქმნება და უდიდესი მადლობა ყველას ვინც ამაში იღებთ მონაწილეობას, თბილისში თუ თბილისს გარეთ” – წერს სოციალურ ქსელში საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის სპეციალისტი თათა მორჩილაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირის საბჭო – მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაათავისუფლოს უსაფუძვლოდ დაკავებული ყველა პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი, გააუქმოს რეპრესიული კანონები და შეწყვიტოს აგრესიული ნარატივის გამოყენება ევროკავშირის წინააღმდეგ

ალექსანდრე დარახველიძე – გუშინ შსს-მ აქციის მონაწილეები გააფრთხილა, რომ ახალი კანონი ძალაში შევიდა და დაემორჩილონ მოთხოვნებს – თუ შეკრება-მანიფესტაციის დროს კანონის მოთხოვნები დაირღვევა, ვიმოქმედებთ შესაბამისად