თაზო დათუნაშვილი – 1921 წლის 26 მაისს ფილიპე მახარაძემაც ჩაიბარა აღლუმი, რაც შეეხება დიალოგის შესახებ მაკრონი-ტუსკი-მერცის განცხადებას, ჩვენ მოგვიწევს ერთმანეთთან დალაპარაკება

სტერილური თეატრალიზებული აღნიშვნა და არა დამოუკიდებლობის ზეიმი – ეს იყო უნიჭობის და პოლიტიკური შინაარსისგან დაცლილი ღონისძიება, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ხელისუფლების ორგანიზებით გამართულ ღონისძიებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, „26 მაისის დღის პირველ ნახევარში ჩატარებული ღონისძიებები ძალიან ჰგავდა გასულ საუკუნეში ბოლშევიკების მიერ ჩატარებულ აღლუმს, რასაც შემდეგ ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვა მოჰყვა“. ამასთან, დათუნაშვილის თქმით, ყველაზე სამწუხარო და მძიმე მოსასმენი „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ გაკეთებული ანტიდასავლური და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები იყო.
„1921 წლის 26 მაისს ფილიპე მახარაძემ ჩაიბარა აღლუმი, სიტყვით გამოვიდნენ ცნობილი ბოლშევიკი კიროვი და სხვები. ისინი ყველანი დაჰპირდნენ საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვას და ზუსტად ერთ წელში მიტინგი დაშალეს, რომელიც დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გაიმართა. სტერილური თეატრალიზებული აღნიშვნა და არა ზეიმი დამოუკიდებლობის – აი, ეს ვნახეთ დღის პირველ ნახევარში. ეს იყო უნიჭობის და პოლიტიკური შინაარსისგან დაცლილი ღონისძიება. მთელ ამ თეატრალიზებულ წარმოდგენაში ყველაზე მძიმე იყო ის ტექსტები, რომლებსაც ისინი იყენებდნენ. ეს იყო მკვეთრად ანტიდასავლური, მკვეთრად ანტისახელმწიფოებრივი მტრის არამღიარებელი განცხადებები. ამ კატასტროფაში ვცხოვრობთ, ისინი არ არიან არც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის მომხრეები და არც მცველები“, – განაცხადა მან.
რაც შეეხება 26 მაისს, ს, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებულ ღონისძიებებს, დათუნაშვილის თქმით, ეს იყო პოლიტიკურად საინტერესო და ენერგიით სავსე დღე, თუმცა, ამავდროულად მისი შეფასებით, იგრძნობოდა სევდაც, რადგან, ქვეყნის ბედი დღეს რუსული სპეცსამსახურების ხელშია.
„დღის მეორე ნახევარში კარგად გამოჩნდა საქართველოს მოქალაქეების მიერ იმ საფრთხის გაცნობიერება, რომლის წინაშეც ვიმყოფებით. ამ ქვეყნის სუვერენიტეტზე დათვის თათი აქვს დადებული რუსეთს კობახიძის ხელით. ამ საფრთხეს ბევრი ადამიანი იზიარებს. ეს იყო პოლიტიკურად საინტერესო და ენერგიით სავსე დღე. ამავდროულად ეს იყო სევდიანი დღე, რადგან სახუმაროდ ამ ქვეყნის ბედი დღეს არის რუსული სპეცსამსახურების ხელში“, – განაცხადა მან.
რაც შეეხება პარლამენტთან გამართულ აქციაზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას და ოპოზციური პარტიების მისამართით, მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით მის მიერ გაჟღერებულ გზავნილს, დათუნაშვილმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის პარტია „ლელო- ძლიერი საქართველოს“ მთავარ მიზანს ორი მიზნის შესრულდება წარმოადგენს – ესენია საპარლამენტო ს ჩანიშვნა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება.
„ლელო-ძლიერი საქართველო“ რჩება იმავე პოზიციაზე, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია პოლიტიკური შედეგის მიღწევა იმ მიმართულებით, რასაც ჰქვია საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა და პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლება საპყრობილეებიდან. ამის მიღმა სხვა საკითხებზე ჩვენ არ ვმსჯელობთ, მითუმეტეს მუნიციპალურ არჩევნებზე. ჩვენი მიზანია ეს ქვეყანა დაბრუნდეს იმ ერთადერთ სწორ გზაზე, რომელსაც ჰქვია დასავლური კურსი. პოლიტიკურ პარტიები არსებობენ იმისთვის, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა და შემდეგი არჩევნებისთვის მოემზადონ. პარტია, რომელიც აცხადებს, რომ არჩევნებისთვის არ ემზადება, ან იტყუება, ან არ ესმის რისთვის არის პოლიტიკაში.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, თაზო დათუნაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელშიც ევროპელი ლიდერები საქართველოს ხელისუფლების ბოლო ქმედებებს გმობენ და მას ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებენ. დათუნაშვილის თქმით, ის სრულიად იზიარებს „ვაიმარის სამკუთხედის“ განცხადებას და დიალოგის მნიშვნელობას.
„ყველაზე ბუნებრივი პროცესი, რომელიც უნდა მიმდინარეობდეს პოლიტიკური კრიზისის დროს, არის საუბარი და მცდელობა, რომ კრიზისი გადაიჭრას მოლაპარაკებების გზით. ჩვენ აუცილებლად მოგვიწევს ერთმანეთთან დალაპარაკება. ახალი საპარლამენტო არჩევნები და პატიმრების გათავისუფლება ის თემებია, რომლებზე დიალოგიც ახლა არის საჭირო. ჩვენი, პოლიტიკოსების საქმეა, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური მოსაზრებებისა, ყველა პოლიტიკურ აქტორთან გვქონდეს საუბარი. „ვაიმარის სამკუთხედის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება უკან ხევს დემოკრატიას და გვაქვს დემოკრატიული უკუსვლა. მადლობა ჩვენს პარტნიორებს ამ განცხადებისთვის. ამაზე ნათელი არაფერი არ არის, საჭიროა დიალოგი. კრიზისის დაწყების პირველივე დღიდან ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას ახალი არჩევნები ჩანიშნოს და გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები. ამ საკითხებსა სალაპარაკოდ მზად ვართ ნებისმიერ მომენტში“, – განაცხადა დათუნაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ოლექსი რეზნიკოვი – ზელენსკის აქვს განსაკუთრებული ქარიზმა, ქიმია, დაარწმუნოს პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები, მეფეები და მსოფლიოს სხვა ლიდერები, მოუსმინონ და პატივი სცენ – უკრაინას ძალიან გაუმართლა!

ოლექსი რეზნიკოვი – ოვალურ კაბინეტში ცნობილი შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა თავი შუამავლად მოიხსენია – თუ მან ეს როლი აირჩია, რატომ უნდა ვაცნობოთ შუამავალს, უკრაინა რის გაკეთებას აპირებს?

მამუკა ხაზარაძე მოსამართლეს – წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ სასამართლოში? ადამიანი, რომელიც არაკანონიერი კომისიის თავმდჯომარეა, ადამიანი, რომელმაც მისი თანაშემწის „სიგნალის“ „ჩათით“ დამიბარა, მოდიო – ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?!