„ძლიერი საქართველო-ლელო“, ბელგიის საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიო RTBF-თან, პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, თამაზ დათუნაშვილის ინტერვიუს აქვეყნებს. ინტერვიუში დათუნაშვილი 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებულ პროცესებსა და 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიპეტიებზე საუბრობს…
– ბატონო თამაზ, ჩვენ ვისაუბრებთ თქვენს ქვეყანაზე, საქართველოზე, რომელმაც შეცვალა კურსი, რამაც ბევრი მოქალაქე შეაშფოთა. როგორია თქვენი შეფასება?
– სამწუხაროდ, მე სრულიად ვიზიარებ ამ შეშფოთებას, რადგან საქართველო ნელ-ნელა შორდება ევროპას, ევროპულ სტანდარტებს. არჩევნების შედეგებიგაპროტესტებულია. ვგულისხმობ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. „ქართული ოცნების“მთავრობა ისეთ კანონებს იღებს, როგორიცაა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი, რომელსაც საქართველოში „რუსულ კანონს“უწოდებენ. ოპოზიციის დევნა მაინც ისტორიულად უპრეცედენტოა დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში. ოპოზიციური პარტიების ყველა ლიდერი, ყველა იმ პარტიის ლიდერები, რომლებმაც 2024 წლის არჩევნების მიხედვით პარლამენტში მანდატები აიღეს, პატიმრობაშიარიან, მათ შორის იყვნენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, რომლებიც სამთვიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს, მაგრამ დანარჩენები კვლავ ციხეში რჩებიან. ელენეხოშტარია, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ცოტა ხნის წინ შეემატა ამ სიას. უმძიმესი რეპრესიები ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების მიმართაც და საერთოდ, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. შეიძლება ითქვას, საქართველო ექსპრეს-რეჟიმში განიცდის იმ ტრანსფორმაციას, რასაც პუტინი ახორციელებდა რუსეთში ბოლო 15 წლის განმავლობაში.
– ევროპული ქვეყნების მთავრობებმა, ნაწილმა მაინც, შეშფოთება გამოთქვეს. რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი შეშფოთებული არიან იმ ზომებით, რომლებიც ადამიანის უფლებებს არღვევს. თქვენ ხედვით, ევროპა ზედმეტად თავშეკავებულია ოფიციალური თბილისის მიმართ?
– საჭიროა მოქმედება. სწორედ ახლაა მოქმედების დრო. ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ უხვევს გზიდანქვეყანა, რომელმაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთაიმისათვის, რომპოსტ-საბჭოთა რესპუბლიკად აღარ ყოფილიყო აღქმული. 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, როდესაც რუსეთმა თავისი იმპერიის აღდგენა დაიწყო… ნამდვილად, საქართველო ამ ეტაპზე უკრაინის მსგავსი დიდი პრობლემა არ არის, მაგრამ პუტინისთვის, მისი შიდა პროპაგანდისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია დამპყრობლის ამ იმიჯის ჩვენება.ამიტომ, ჩვენ ვკარგავთ ჩვენს დამოუკიდებლობას, ვკარგავთ ჩვენი თაობის მომავალს, რადგან პუტინს სურს თავის ხალხს დაუმტკიცოს, რომ ის კვლავ დამპყრობელია. ამ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი მოქმედებაადა ევროპელებმა უნდა იმოქმედონ. სიტუაციაზე მხოლოდ დაკვირვება საკმარისი არ არის. მე ვფიქრობ, რომ რეალურად უნდა ვიმოქმედოთ. საჭიროა სამოქალაქო საზოგადოების და საქართველოს საზოგადოების მხარდაჭერა, რადგან ყველა გამოკითხვა, ბოლო ათი წლის განმავლობაში, მუდმივად აჩვენებს, რომ 80%-დან 85%-მდე ქართველი ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისმოსურნეა.რაც ხდება ახლა ჩემს ქვეყანაში, ეს ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოა. ევროკავშირი დემოკრატიისა და ხალხთა თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოა – სწორედ ამ ფუნდამენტურ იდეებს უნდა მივყვეთ. ჩვენ საქართველოში, უკრაინელები უკრაინაში, ბალტიისპირელები თავიანთ ქვეყანაში – ვიმყოფებით იმ საზღვარზე, სადაც ფაქტობრივად, არა მხოლოდ პოლიტიკური თუ აბსტრაქტული გაგებით, არამედ ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით,ვიბრძვით თავისუფლებისთვის.
– თამაზ, თქვენ ახლა ბრიუსელში, ევროკავშირის დედაქალაქში, თქვენი პარტია „ლელოს“ მერობის კანდიდატთან, ირაკლი კუპრაძესთან ერთად იმყოფებით. თქვენ, სხვათა შორის, ამ პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი ხართ, მაგრამ ამავე დროს მისი კამპანიის ხელმძღვანელიც. ირაკლი კუპრაძეს, 15 დღეში თბილისის მერად გახდომის ამბიცია აქვს. შესაძლებელია თურქული სცენარის მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდეთ, სადაც დედაქალაქს რეჟიმის ოპოზიცია მართავს?
– სწორედ ამ შედეგის მისაღწევად ვატარებ ამ კამპანიას. ძალიან კარგად შეამჩნიეთ ის, რაც თურქეთში ხდებოდა. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ჩვენთვის, „ლელოსთვის“, იმისათვის, რომ აუცილებლად მიგვეღო მონაწილეობა მუნიციპალურ არჩევნებში. რადგან იცით, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბოიკოტის შემდეგ, ოპოზიცია არ ვიყენებთჩვენს მანდატებს საქართველოს პარლამენტში. ჩვენ, სხვათა შორის, (მანდატები) გაგვიუქმეს. ოპოზიციის ნაწილი არც ამ არჩევნებში მონაწილეობს და მუნიციპალურ არჩევნებსაც ბოიკოტს უცხადებს. ჩვენი აზრით, სანამ ბოლო შანსი არსებობს და სანამ პარტიები არ აუკრძალიათ, პოლიტიკურ პროცესსადა არჩევნებში მონაწილეობა პოლიტიკური პარტიების ერთ-ერთი ძირითადი მოვალეობაა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითად, უნგრული მოდელი, სადაც ბუდაპეშტს ოპოზიციური მერი მართავს, ან თურქული მოდელი, რომელიც აშკარა მაგალითია კვაზი-ავტორიტარული რეჟიმის სიტუაციაში. თურქეთის უდიდეს ქალაქს ოპოზიცია მართავს და ასევე ჩვენი კოლეგა, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია. ჩვენი აზრით, ახალგაზრდა, ენერგიული კანდიდატი, რომელსაცარაფერიაქვს დასამალი, რომელიც არასოდეს მონაწილეობდაარცერთ მთავრობაში ან იმ ძალისხმევაში, რამაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ეს ქვეყანა დღევანდელ მდგომარეობამდე დაიყვანა -ცვლილების ძალიან კარგი შანსია. ასეთი ბრძოლა დედაქალაქისათვის, სხვა ქალაქებისთვის, ქართველ ხალხს გარკვეულ იმედს აძლევს.
– როგორ მიმდინარეობს ირაკლი კუპრაძის კამპანია ამჟამად? თქვენ აქ, ბრიუსელში, ოთხი დღე იყავით, მაგრამ მალე უკან, მისთან ერთად დაბრუნდებით. როგორა მიდის საქმეები? რაიმე შეზღუდვებს ან მუქარებს თუ აქვს ადგილი, თუ ჯერჯერობით ყველაფერი ურთიერთ პატივისცემის ფარგლებში მიმდინარეობს?
– ჩვეულებრივი საარჩევნო კამპანიის სიტუაციასთან მსგავსიც არაფერი ხდება. სიტუაცია ძალიან, ძალიან რთულადაა. უკვეთ რომ გაგაგებინოთ თუ რა მოხდა 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ – ნოემბერ-დეკემბერში მიტინგები იყო, დაახლოებით 271 პირი დააკავეს. 350-მა ადამიანმა განაცხადა, რომ მათ აწამებდნენ პოლიციის მიერ დაკავების შემდეგ, მიტინგების ლოკაციებთან ახლოსგანთავსებულ სპეციალურ ავტობუსებში. ანუ ეს წამება სისტემატური, სისტემურიიყო. ამის შემდეგ, პარლამენტი, რომელიც არ არის აღიარებული და სადაც მხოლოდ „ქართული ოცნებაა“ დარჩენილი, იღებს კანონებს, რომლებიც აკრძალავს საპროტესტო აქციებში მონაწილეობას და ჯარიმებს 1600 ევრომდე ზრდის. ასე რომ, ყველაფერი ხდება ისევე, როგორც უკრაინაში, ბელარუსში, ან იანუკოვიჩის დროინდელ უკრაინაში, სადაც ერთგვარი კანონიერი ავტოკრატიაა დამყარებული – პარლამენტი კანონებს ამტკიცებს და ფუნდამენტურ უფლებებს აუქმებს. ვითარებაში, სადაც ძალადობა იზრდება და დანაშაულის მაჩვენებლები გაუკონტროლებლად იზრდება, ნორმალური საარჩევნო კამპანიის ჩატარება შეუძლებელი ხდება… ამიტომ ამ სიტუაციაში ნორმალური საარჩევნო კამპანია არ არსებობს, რადგან ძალადობაც კი იზრდება, დანაშაულის რიცხვიგაიზარდა ბოლო თვეებში და განსაკუთრებით გასულ წელს. ასე რომ, სიტუაცია ძალიან რთული, ძალიან დაძაბულია. მთავრობა ამ ავტოკრატიის გასავრცელებლად მხოლოდ ძალოვნებს არ იყენებს, არამედ იყენებს კვაზი-კრიმინალურ დაჯგუფებას, მაგალითად, „ტიტუშკებს“, როგორც უკრაინაში ხდებოდა და ა.შ. ამიტომ სიტუაცია ძალიან დაძაბულია. ჩვენ აქტიურ კამპანიას ვატარებთ. კანდიდატი ირაკლი კუპრაძე მუდმივად ქუჩაშია, მუდმივად თბილისის შემოგარენში, მუდმივად რთულ ადგილებში, რადგან თბილისშიბევრი ძალიან ღარიბი, მიტოვებული უბანია, რომლებიც ყოველთვის მივიწყებულია ხელისუფლების მიერ. ამიტომ ჩვენ ასეთი მასშტაბის კამპანიაში ვმონაწილეობთ და ჩვენი კამპანია ნამდვილად ორიენტირებულია ჩვენი საზოგადოების ამ მეტ-ნაკლებად დავიწყებულ ნაწილზე. ეს მთავრობას ძალიანარ მოსწონს, ისინი ამ ხალხს აშინებენ. ჩვენ კი ვცდილობთ, მათთან უკეთესი მომავლის შესახებ ვისაუბროთ, ვიდრე ის, რაშიც ისინი ცხოვრობენ. ამიტომ მათ ეს არ მოსწონთ. ისინი იყენებენ დაშინებას, სიკვდილის მუქარებს, უსაფრთხოების ძალებისდა დაზვერვის სამსახურების მუდმივი თვალთვალის ქვეშ ვართ. ახლა ბრიუსელში ვიმყოფებით რამდენიმე პოლიტიკური შეხვედრისთვის, მაგრამ თბილისში დავბრუნდებით, რომ საარჩევნო კამპანია გავაგრძელოთ (არჩევნებამდე) სამი კვირით ადრე. ამასთან, ამ საარჩევნო კამპანიის პარალელურად მიმდინარეობს საპროტესტო აქციებიც.პროტესტები გრძელდება და უკვე 290 დღეა. უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ნოემბრიდანმოყოლებული. 4 ოქტომბერს რა მოხდება, ვნახავთ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მხოლოდ საარჩევნო კამპანია არ არის, ეს ნამდვილი ბრძოლაა. ამ ქვეყანაში არის განცდა, რომ ეს ნამდვილად ერთ-ერთი უკანასკნელი ბრძოლაა ქვეყნის გადასარჩენად, მისი სუვერენიტეტის დაკარგვისგან გადასარჩენად.თუ რუსები გაიმარჯვებენ, ანუთუ „ქართული ოცნება“საბოლოოდ გაამყარებს ძალაუფლებას და საპროტესტო მოძრაობა დასუსტდება, ეს ნიშნავს, რომ ეს ქვეყანა უკვე მინიმუმ ათწლეულის განმავლობაში რუსეთის გავლენის ქვეშ აღმოჩნდება. იმ ხალხისთვის, რომელიც ასე ძლიერ უყვარს თავისუფლება, დემოკრატია და ასე მტკიცედ არის დაკავშირებული ევროპასთან, ნამდვილად სამწუხარო იქნებაკვლავ რუსეთის ბატონობის ქვეშ აღმოჩენა.
– დიახ, „გირჩის“ პარტიის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ წინასწარი დაკავების შემდეგ მას სასამართლო პროცესის სიმულაცია მოუწყვეს. თქვენც ასევე, თამაზ, ცოტა ხნის წინ, მოკლე ვადით იყავით დაკავებული. ეს ნიშნავს, რომ თქვენც, როგორც კანდიდატი, არჩევნებამდე შეიძლება ჩამოგიშორონ?
– მე სასამართლო პროცესი მქონდა, მაგრამ მხოლოდ ჯარიმა დამაკისრეს, მაგრამ ორი თვის პირობითი პატიმრობა იყო მაქსიმალური სასჯელიიმ დანაშაულზერასაცმედავებოდნენ. ესეც აბსურდია, რადგან მათ უკანონოდ გამომკეტესთბილისის საქალაქო სასამართლოს სარდაფში, როცა ჩვენ სასამართლოს დარბაზში, სრულიად კანონიერად, ვაპროტესტებდით ნამდვილად საზარელ სასამართლო პროცესს ახალგაზრდა ბიჭის წინააღმდეგ, რომელიც გამოსვლების დროს დააკავეს. ეს სრულიად „შეკერილი“ საქმეიყო, რადგან ბიჭი მხოლოდ 19 წლის იყო. ამიტომ ჩვენ ამას ვაპროტესტებდით. მე დამაკავეს, რადგან ვეხმარებოდი ახალგაზრდებს შენობიდან გასვლაში. ისინი პირდაპირ სასამართლოს დერეფნებში სცემდნენ იქ მყოფ ახალგაზრდებს. მე შევეცადე მათ დაცვას, ამიტომ დამაკავეს, მცემეს და უკანონოდ რამდენიმე საათის განმავლობაში დამაკავეს. ამის შემდეგ კი ჩემს წინააღმდეგ საქმე აღიძრა, იმ მოტივით, რომ მე არასწორად ვიქცეოდისამართალდამცველების მიმართ.ასე რომ, ამ რეალობაში ვცხოვრობთ, რუსული ტიპის ავტორიტარულ რეჟიმში ვცხოვრობთ, სადაც თეთრი შავია, სადაც კეთილი ბოროტია, სადაც დღეს ევროპა დემონიზებულია, სადაც რუსეთი, რომელიც ქართული ტერიტორიების 20%-ს იკავებს, მეგობარია და რუსეთთან დაახლოებაა საჭირო, ხოლო ევროპასა და აშშ-ში „deep state“, შეთქმულებები მართავს ქვეყანას. სერიოზულად გეუბნებით, დღესდღეობით პროპაგანდა პრემიერ-მინისტრის დონეზეც კი გამოიყენება. ეს ოფიციალურ განცხადებებშია გამოხატული; პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის, კაბინეტის ხელმძღვანელისა და ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებებში.ეს ხალხი, ეს ოფიციალური პირები, რომლებიც ინსტიტუციებს წარმოადგენენ, სერიოზულად საუბრობენ ხალხთან, როცა ლაპარაკობენ „deep state“-ის შეთქმულებებზე, რომლებიც თითქოს ცდილობენ ქართული მთავრობის წინააღმდეგ გადატრიალების მოწყობას. ისინი ამბობენ, რომ ქვეყანას იცავენ ეგრეთ წოდებული LGBT შეტევებისა და „deep state“-ის შეთქმულებისგან. ამაზე სერიოზულად საუბრობენ, ასე რომ, ამ დონემდე მივედით. ნამდვილად იმ დონემდე მივედით, როცა სამართალი უკუღმა ესმით და პოლიტიკური მეტყველება კარიკატურული გახდა.
– თამაზ, ბოლო დროს, ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში, ჩვენ ვნახეთ თუ როგორ გაუყინეს დაფინანსება აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რიგ საინფორმაციო რედაქციების. ეს ეხება მათაც, ვისაც თქვენ დახმარება შეეძლოთ. გრძნობთ ამ დანაკლისს?
– რა თქმა უნდა, უმალვე ვიგრძენით ეს დანაკლისი. ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, თავისუფალი და დამოუკიდებელი პრესა რეალურად მხოლოდ იმ ფონდებზე არსებობდა, რომლებიც ევროპული ან ამერიკული ინსტიტუტებიდან მოდიოდა; ძირითადად ამერიკული ინსტიტუტებიდან, რადგან კარგად იცით, რომ ეს არ არის კომერციული საქმე და ავტორიტარულ ქვეყნებში თავისუფალი სიტყვა არ იყიდება. ეს პირდაპირ მიზანმიმართული იყო იმ მედიაზე, რომელიც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როგორიცაა „თავისუფალი რადიო“ან „ამერიკის ხმა“და სხვები. დღეს ჩემს ქვეყანაში პრესის თავისუფლების მდგომარეობა ძალიან სავალალოა. იცით, რომ თქვენი კოლეგა, მზია ამაღლობელი ასევე დააპატიმრეს. სასამართლო პროცესი გაყალბებული იყო, მაგრამ ნამდვილი მიზეზი მისი გაჩუმებაიყო. რედაქცია, სადაც ის მუშაობდა, ასევე დაზარალდა ამ ფინანსური შეზღუდვის გამო, ისევეროგორც ასობით სხვა. ამიტომ, პრესის თავისუფლების დონეზე როდესაც ვისაუბროთ, ჩვენ უკვე იმ ეტაპს მივაღწიეთ, როდესაც ყველა ეს პატარა და საშუალო რედაქციები გაქრა და დარჩა მხოლოდ ორი-სამი ოპოზიციური სატელევიზიო არხი, რომლებიც ფინანსურად სავალალო მდგომარეობაში არიან და ღიად განიცდიან საქართველოს კომუნიკაციების კომისიის ცენზურას. ასე რომ, თუ დღევანდელი საქართველოს მდგომარეობა უნდა შევადაროთ რაიმეს, მე მას 2013-2014 წლების რუსეთს შევადარებ.
– ბრიუსელში თქვენ გქონდათ შეხვედრები ევროპარლამენტის დეპუტატებთან, სოციალისტური ჯგუფისა და ALDE-ის წევრებთან. რაიმე დაპირებები მიიღეთ?
– მართალი ხართ, ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრები ევროპარლამენტში მყოფ პარტიების წევრებთან, განსაკუთრებით ჩვენს პარტნიორებთან, რომლებიც ჩვენს პოლიტიკურ ოჯახში, ELOS-ში და ALDE-ში არიან.დიახ, არსებობს პოლიტიკური ჯგუფების დონეზე მიცემული დაპირებები. არის დაპირებები, განცხადებები, პროექტები, მაგრამ დღეს ჩვენ გვჭირდება დაპირებები, რეაქციები და ქმედებები, არა მხოლოდ პარტიებისა და პოლიტიკური ჯგუფებისგან, არამედ ევროკავშირისგან. არა მხოლოდ ევროპარლამენტისგან, არამედ ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოსგან. რაც ყველაზე აუცილებელია, ეს არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ჩართულობა, საფრანგეთის, გერმანიის, ბელგიის, ასევე სხვა ქვეყნების მხრიდან. მათ უნდა აიღონ ვალდებულებები ქვეყნის წინაშე, რომელიც დემოკრატიის ერთ-ერთი უკანასკნელი ბასტიონია აღმოსავლეთ ევროპაში, რუსეთის საზღვართან. ეს იქნება არა გეოპოლიტიკური ინტერესების გათვალისწინება, არამედ ქართველი ხალხისთვის გაწვდილი ხელი; ხალხისათვის, რომელსაც ევროპული მისწრაფებები აქვს, ამიტომ იმედი მაქვს, რომ ეს ვალდებულებები შესრულდება, მაგრამ ამ ეტაპზე შემიძლია ვთქვა, რომ ევროპარლამენტში პოლიტიკური ჯგუფების დონეზე არის გარკვეული ვალდებულებები, რომლებიც გამოიწვევს კონკრეტულ ქმედებებს. ეს იქნება მცდელობა, რომ პარლამენტარებს ან უფრო ფართო საზოგადოებას ვაჩვენოთ რეალური სიტუაცია, გავაფრთხილოთ და ამავდროულად ვეცადოთ გამოსავლისპოვნა, მაგალითად, სანქციების, ამ რეჟიმის მონაწილეთა და მისი ძირითადი მოქმედი პირების ანგარიშების გაყინვის საკითხებში. ვნახოთ. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ამ საკითხებზე.
– რადგანაც თქვენ ყველა აცხადებთ, რომ გასულ წლისა და გასულ შემოდგომაზე, ოქტომბერში გამართული არჩევნები გაყალბებული იყო, მაშინ რატომ არ გაყალბდება „თბილისის“ (თვითმმართველობის) არჩევნები?
– აუცილებლად გაყალბდება. ეს არჩევნებიც აუცილებლად გაყალბდება. გაყალბება არ არის მხოლოდ ის, რაც არჩევნების დღეს არ ხდება. ჩვენ ვხედავთ, როგორც უკვე აღვწერე, ძალიან დაძაბულ, ძალადობრივ და სისხლისმღვრელ საარჩევნო კამპანიას, სადაც ხდება ამომრჩეველთა დაშინება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ პროტესტი ძალიან გაიზარდა, თუნდაც გასული წლის ოქტომბერთან შედარებით, როცა მათ არჩევნები გაყალბეს და უბრალოდ დაიმატეს 10%-ით მეტი ხმა, რადგან ოფიციალურად მათ 54% აიღეს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ მათდაახლოებით 45% ჰქონდათ. ცნობილია, რომ ამ დღეებიდან უკმაყოფილება გაიზარდა. დიდი ალბათობაა, რომ გაიმართება მეორე ტური ირაკლი კუპრაძესა და „ქართული ოცნების“ კანდიდატს შორის. მეორე ტურის შემდეგ კი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო მეტი ხალხის მობილიზებას შევძლებთ, რადგან ხალხი დაინახავს, რომ ნამდვილი ალტერნატივა არსებობს – ნამდვილი შანსი, რომ ვიღაც შეცვლის „ქართული ოცნების“ კანდიდატს თბილისში. ასე რომ, ჩვენ ვართ ბრძოლაში. ვიცით, რა ბრძოლაში ვართ. ვცდილობთ, თავი დავიცვათ ყველა შესაძლო გზით, დიდი რაოდენობისშიდა დამკვირვებლის დახმარებით, რომლებიც ჩვენმა საარჩევნო გუნდმაგანათავსა ველზე. იცით, რომ ამ წელს საერთაშორისო დამკვირვებლები არ იქნებიან,მაგრამ ჩვენ მაინც ვეცდებით, გავაკეთოთ ყველაფერი და, რაც მთავარია, ვუპასუხოთ ხალხისდიდი ნაწილის იმ მისწრაფებებს,რომელიც დღეს ეწინააღმდეგება ქვეყნის მასობრივ რუსიფიკაციას და წინააღმდეგობას უწევს მას. ჩვენ გვჯერა, რომ ამ გაძლიერებულ პროტესტის პირობებში ბევრად მეტი, ქართული ოცნებისადმი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი მოვა საარჩევნო უბნებზე.
ინტერვიუს ავტორი: ბელგიის საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიო – RTBF.
