თაზო დათუნაშვილი – მანდატებზე უარი იყო სწორი, ამან მოიტანა „ოცნების“ დელეგიტიმაცია და ამის საპირისპიროდ სვლა, კარგს არაფერს მოუტანს მთავარ მიზანს, წულუკიანმა კი სრული ბოდვა წარადგინა, არაჯანსაღი გარემოს ავტორი თავად ივანიშვილია

არ მიმაჩნია სწორად ახლა თქვა, რომ ვინმე შევიდეს პარლამენტში. ახლაც არ უნდა შევიდნენ – „ლელო“ ცალსახად მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩება. ამის საპირისპიროდ სვლა არ არის სწორი დღეს პოლიტიკურ პროცესში, არაფერს კარგს არ მოუტანს მთავარ მიზანს, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადება შეაფასა იმის თაობაზე, რომ საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმა შეცდომა იყო.
როგორც თაზო დათუნაშვილმა აღნიშნა, „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერი საქართველოს“ მთავარი მიზანია „ივანიშვილის და რუსების ხელისუფლებიდან მოშორება, ამ მიზანს კი ხელი არ უნდა შეეშალოს“.
„არც მე და არცერთ ჩემს თანამებრძოლს არ გვჭირდება მოწოდება, როდესაც პოზიციის დაფიქსირება არის საჭირო. პოლიტიკურ პროცესში დამუნათების წესს: „აბა, შენ თქვი“ თუ მოვიშლით, შესაძლოა, ერთი პატარა ნაბიჯი გადავდგათ პოლიტიკური ველის გაჯანსაღებისკენ.
გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ 2024 წლის ოქტომბრის გაყალბებული ს შემდეგ, რომ არ ვცნობდით ამ არჩევნებს, მის შედეგებს და არ შევედით პარლამენტში, დარწმუნებული ვარ, შეფასდება როგორც ისტორიული მოვლენა.
დარწმუნებული ვარ, პარლამენტში არშესვლით და ლეგიტიმაციის არმიცემით ჩვენ ბიძინა ივანიშვილს ხელი შევუშალეთ, კერძოდ, არ მივეცით საშუალება განეხორციელებინა თავისი გეგმა, გაეყალბებინა არჩევნები, შემდეგ მოესაღებინა, შევეყვანეთ, ლეგიტიმაცია მიეღო და სთვის ქვეყნის ჩაბარება ბოლო ფაზაში გადაეყვანა.
ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი სწორი. დღესაც ასე ვთვლით. ამან მოიტანა დელეგიტიმაცია, ამან მოიტანა საერთაშორისო სცენაზე საქართველოს საკითხის წამოწევა.
ახლა თქვა, რომ ვინმე შევიდეს პარლამენტში, არ მიმაჩნია რომ სწორია. ახლაც არ უნდა შევიდნენ.
„ლელო“ ცალსახად გადაწყვეტილების ერთგული რჩება. ამის საპირისპიროდ სვლა არ არის სწორი დღეს პოლიტიკურ პროცესში. არაფერს კარგს არ მოუტანს მთავარ მიზანს. რატომ ვიკავებ თავს მოწოდებებისგან?! მოწოდებებში ბევრი შეურაცხყოფა არის ხოლმე. გახარიას გუნდი, ახლა ჩვენი პარტნიორია თვითმმართველობის არჩევნების ფორმატში და ყველას ერთი რამ გვაერთიანებს, ეს არის ივანიშვილის და რუსების ხელისუფლებიდან მოშორება. ეს მიზანი არ უნდა დაგვავიწყდეს, ისე ვიმოქმედოთ, რომ მიზანს ხელი არ შევუშალოთ. მგონია, ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ, რაც ბოიკოტით გავაკეთეთ და რასაც ახლა ვაკეთებთ“, – აღნიშნა თაზო დათუნაშვილმა.
გარდა ამისა, მან საგამოძიებო კომისიის იმ ჩანაწერზეც ისაუბრა, სადაც აღნიშნულია, რომ ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას ხელს უშლიან „ნაციონალური მოძრაობა“, არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე კოალიცია „ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო“ და „გახარია-საქართველოსთვის“. როგორც თაზო დათუნაშვილი აღნიშნავს, თეა წულუკიანმა 460-გვერდიანი „სრული ბოდვა წარადგინა“, ხოლო „ქვეყანაში არაჯანსაღი პოლიტიკური გარემოს შექმნის ავტორი თავად ივანიშვილია“.
„ქართულ ენციკლოპედიაში სიტყვა უტიფარზე აუცილებლად ს სურათი იქნება პირველი, როგორც დემონსტრირება ადამიანისა, რომელიც შეიძლება ამ სიტყვის განსახიერება იყოს.
წულუკიანის კომისიაშიც ისხდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ბევრი რაღაცის ავტორები. სოზარ სუბარმა ს არჩევნები „გააპრავა“ თავის დროზე, თენგიზ შარმანაშვილმა, კონსტიტუცია გადაუწერა ისე, როგორც უნდოდა „ნაციონალურ მოძრაობას“. გივი მიქანაძე, სონღულაშვილები, ოდიშარიები… ლეგიონია მედროვე არარაობების, რომლებიც წინა ხელისუფლებას ეტმასნებოდნენ მედროვეების გამო, ახლა კი ამათი ნაწილები არიან. პირველ რიგში, ამ ხალხში უნდა ეძებოს პრობლემა. ეს იყო 460-გვერდიანი სრული ბოდვა! ამის მიზანი არის საქართველოს უახლესი ისტორიის გადაწერა ქართული ინტერესების წინააღმდეგ და რუსეთის სასარგებლოდ, მეორე მიზანი არის პოლიტიკურ ლიდერებზე, მათ ოპონენტებზე საქმეების „დაკიდება“.
13 წელია ამ ქვეყანაში ივანიშვილი ახორციელებს რუსული სპეცსამსახურების მხარდაჭერით სპეცოპერაციას, რომლითაც სრულიად მოახდინა პოლიტიკური სისტემის ჩამოშლა.
თუ ვინმე არის დამნაშავე ამ ქვეყანაში არაჯანსაღი პოლიტიკური გარემოს შექმნის, ამის ავტორი არის ივანიშვილი. ივანიშვილმა მიიყვანა ქვეყანა იმ კატასტროფამდე, რის წინაშეც ახლა დგას. ეს ქვეყანა საერთაშორისო სცენაზე იზოლირებულია, ქვეყანა აცდა ისტორიულ გზას, დღეს რეალური საფრთხე უდგას, რომ ოფიციალურად გაფორმდეს, როგორც რუსეთის ვასალი. ეს ყველაფერი ივანიშვილის პრობლემაა“,- აღნიშნა დათუნაშვილმა.
ამასთან, მან უპასუხა კითხვას, თუ რა მიზანს ხედავს ჩანაწერში, სადაც აღნიშნულია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელშეწყობილ, ბიზნესის რეკეტის ერთ-ერთ სქემაში კერძო ბანკი „“ და მისი ხელმძღვანელები – და ბადრი ჯაფარიძე მონაწილეობდნენ.
თაზო დათუნაშვილის თქმით, საოცარი ამბავია, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეკეტის სქემაზე თენგიზ შარმანაშვილი და სოზარ სუბარი საუბრობს.
„კომისია არის ივანიშვილის პირმშო. თეა წულუკიანი, როგორც მონსტრი არის ივანიშვილის შექმნილი, ფრანკენშტაინის მონსტრია, რომელიც ივანიშვილმა და მისმა სისტემამ წარმოშვა.
ივანიშვილის სურვილების შედეგია ის, რომ ეს კომისია არსებობს. ამ კომისიის მიზანია ოპონენტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა ყველაფრის ფასად, ასევე ტყუილების დაბრალება.
„ნაციონალური მოძრაობის“ რეკეტის სქემაზე რომ საუბრობს თენგიზ შარმანაშვილი და სოზარ სუბარი, ეს საოცარი ამბავია“, -აღნიშნა თაზო დათუნაშვილმა.