თაზო დათუნაშვილი „ლელოდან“ წასვლის შესახებ ინფორმაციაზე – კომენტარს არ ვაკეთებ

„კომენტარს არ ვაკეთებ“, – ასე პასუხობს „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრი თაზო დათუნაშვილი მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, პარტიიდან წასვლის შესახებ.
დათუნაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას არ დააკონკრეტა, უნდა იყოს თუ არა მისი პოზიცია აღქმული, როგორც „ლელოდან“ წასვლის შესახებ ინფორმაციის დადასტურება.
თავის მხრივ, „ლელოს“ პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დათუნაშვილს პარტიის, მათ შორის პოლიტსაბჭოს წევრის თანამდებობის დატოვების თაობაზე მათთვის არ მიუმართავს.
ცნობისთვის, დათუნაშვილის მიერ „ლელოდან“ წასვლის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც თანაცხოვრების პერიოდში უკანონოდ მოიპოვა და შეინახა მეუღლის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეო ჩანაწერი, რომელიც შემდეგ სოციალური ქსელით სხვა პირს გაუგზავნა

თაზო დათუნაშვილი – საზოგადოებისთვის ახალაიას იმდენი აქვს დაშავებული, რომ ეს შემდგარი მონსტრის პროფილია და მისი მორგება შეიძლება ბევრ რამეზე, მათ შორის, ამ გადატრიალების მცდელობაზე თუ 4 ოქტომბრის უაზრო ავანტიურაზე, მაგრამ მტკიცებულებები სუსტია