თაზო დათუნაშვილი – ირანელი დიქტატორის ტირილში სიარულის მერე, მ დიპლომატიაში ახალ „წარმატებას“ მიაღწია, ახლა უკვე ერთ დარბაზში ზის ვლადიმერ პუტინთან ერთად და მას აწონებს თავს – ეს არის საქართველოს ღალატის გზა

ეს არის საქართველოს ღალატის გზა, რაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს დაანგრევს, – ასე შეაფასა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თურქმენეთში ვიზიტი და იმ ფორუმში მონაწილეობა, რომელსაც ს პრეზიდენტი ც ესწრება.
მისი განცხადებით, „ქართული ოცნება“ აღარ მალავს, რომ მათი საბოლოო მიზანი არის საქართველოს მოქცევა რუსული გავლენის სფეროში.
„ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი დგას საქართველოს უსაფრთხოების, ევროპულ, დასავლურ გარანტიებზე. საქართველოს სუვერენიტეტი დაინგრევა ნეიტრალიტეტის იმ შემოთავაზებით, რომელიც პუტინის რეჟიმს ემსახურება და საქართველოს აღმოაჩენს პუტინის ს და დიქტატორების ორბიტაზე.
„ქართული ოცნება“ არცერთ ეტაპზე არ მალავს, რომ მათი საბოლოო მიზანი არის საქართველოს მოქცევა რუსული გავლენის სფეროში. ის ღიად ლაპარაკობს ამ თემაზე და უკვე ფიქსირდება პუტინის გვერდით. სხვა არაფრით აიხსნება ის, რომ ამ ე.წ. მშვიდობის ფორუმზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოკუპანტი ქვეყნის ქვეყნის-მინისტრი მონაწილეობს, რომლის ოკუპანტი მთავარი სტუმარია. ამის შემდეგ, ალბათ, ერთი ნაბიჯია, რომ პირდაპირ, საჯაროდ მოხდეს საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებების შეხვედრა და ერთგვარი მოკავშირეობა გამოცხადდეს საქართველოს და რუსეთს შორის. უკვე ვხედავთ, რომ პროპაგანდის ჯურღმულებში ამაზე ლაპარაკი აქტიურად დაიწყეს. ჩვენ უნდა დავიცავთ ჩვენი ქვეყანა, უნდა დავასრულოთ ამ მოღალატეების მმართველობა, ხელისუფლების მიტაცება და დავაბრუნოთ ეს ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზაზე“, – განაცხადა დათუნაშვილმა.
მისი თქმით, ირაკლი ვლადიმერ პუტინს აწონებს თავს.
„ჰეზბოლასა“ და „ჰამასის“ აწ უკვე გარდაცვლილ ლიდერებთან ერთად ირანელი დიქტატორის ტირილში სიარულის მერე, ახალ „წარმატებას“ მიაღწია ქართულ დიპლომატიაში მ და ამჯერად უკვე აშხაბადში ვლადიმერ პუტინთან ერთად იმყოფება. მას უკვე ჰქონდა შეხვედრა თურქმენეთის მემკვიდრეობით პრეზიდენტთან, რომელმაც მამისგან მიიღო პრეზიდენტობა, ვითარცა მონარქმა და ახლა უკვე ერთ დარბაზში ზის ვლადიმერ პუტინთან ერთად და მას აწონებს თავს. მ გადაწყვიტა, ავტოკრატიის ქართული მოდელი გაუზიაროს სხვა ავტოკრატებს ევრაზიის კონტინენტიდან. ფაქტია, ბოლო, რამდენიმე თვეში „ქართული ოცნების“ წარმადგენლები უკვე რამდენჯერმე აღმოჩნდნენ ისეთ მაგიდაზე, სადაც უმაღლესი რანგის რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები სხედან. ამჯერად რეკორდი მოხსნილია და საქართველოს პრემიერად წოდებული არსება ზის ვლადიმერ პუტინთან ერთად ერთ მაგიდაზე და უსმენს მის მოხსენებას, რომ თავი მოაწონოს. ჩვენ ვიხილეთ მისი მოხსენება, რომელიც პირდაპირ პუტინისთვის იყო მიმართული“, – განაცხადა დათუნაშვილმა.
ცნობისთვის, თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში 11-12 დეკემბერს მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლის ფორუმი იმართება, რომელიც თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 30 წლისთავთან იუბილესთან დაკავშირებით ტარდება.
ღონისძიებას, თურქმენეთის, რუსეთის, თურქეთის, სომხეთის, ს, ტაჯიკეთის, უზბეკეთისა და ერაყის პრეზიდენტები, ასევე აზერბაიჯანის, უნგრეთის, საქართველოსა და ს პრემიერ-მინისტრები ესწრებიან.