თაზო დათუნაშვილი – გაეროს გენერალურ ასამბლეაზე კადაფი გამოსულა, ხრუშოვს ფეხსაცმელი უკაკუნებია, მაგრამ, ალბათ, პირველი შემთხვევა იქნება, რომ ამ ტრიბუნაზე იდგება კაცი, რომელსაც არც განათლება არ აქვს, არც ლაპარაკი იცის

ძალიან ბევრი საზიზღრობა უნახავს გაეროს გენერალური ასამბლეის უმაღლეს ტრიბუნას, მაგრამ, ალბათ, პირველი შემთხვევა იქნება, რომ ამ ტრიბუნაზე იდგება კაცი, რომელსაც არც განათლება არ აქვს, არც ლაპარაკი იცის, არც ერთი ენა არ იცის და ფუნდამენტური პრობლემა აქვს, რომ თავის მშობლიურ ენაზე სუფლიორიდან წაიკითხოს,- ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს „წერა-კითხვის უცოდინარი ადამიანი წარადგენს“.
„ძალიან ბევრი საზიზღრობა უნახავს გაეროს გენერალური ასამბლეის უმაღლეს ტრიბუნას, რომლიდანაც კადაფი გამოსულა და წარუდგენია თავისი სიტყვა, ხრუშოვს ფეხსაცმელი უკაკუნებია ამ ტრიბუნისთვის, მაგრამ, ალბათ, პირველი შემთხვევა იქნება, რომ ამ ტრიბუნაზე იდგება კაცი, რომელსაც არც განათლება არ აქვს, არც ლაპარაკი იცის, არც ერთი ენა არ იცის და ფუნდამენტური პრობლემა აქვს, რომ თავის მშობლიურ ენაზე სუფლიორიდან წაიკითხოს, იმიტომ, რომ წერა-კითხვის უცოდინარია. ამიტომ, ვაი, საქართველო, რა დღეში ხარ!“- განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.
პრესსამსახურის თანახმად, ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა. მიხეილ ყაველაშვილი შეხვედრას გამართავს გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?