თაზო დათუნაშვილი – არანაირი რეალური გავლენა პროცესზე არ ექნება იმას, თუ რა წყევლა -კრულვით მიმართავენ არალეგიტიმური პარლამენტის წევრები დასავლეთს და ამერიკის შეერთებულ შტატებს

კარგად ჩანს, არალეგიტიმურ პარლამენტში და „ქართული ოცნების” დერეფნებში, როგორ პანიკას იწვევს „MEGOBARI აქტის“ მიღების პროცესი და რამხელა ზიანს იღებენ ისინი ამ პოლიტიკური ნაბიჯიდან, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.
მისივე შეფასებით, ის პოლიტიკური დარტყმა, რომელსაც „ქართულ ოცნებაზე” „MEGOBARI აქტი” ახდენს, „მათ ქცევაში და ისტერიაში გამოჩნდა”.
„კარგად ჩანს, არალეგიტიმურ პარლამენტში და „ქართული ოცნების” დერეფნებში, როგორ პანიკას იწვევს „MEGOBARI აქტის“ მიღების პროცესი და რამხელა ზიანს იღებენ ისინი ამ პოლიტიკური ნაბიჯიდან. ეს ჩანს იგივე იმ სამარცხვინო და უბადრუკ წერილში, რომელიც გუშინ, ბიძინა ივანიშვილმა ს დააწერინა. რა თქმა უნდა, არანაირი რეალური გავლენა პროცესზე არ ექნება იმას, თუ რა წყევლა-კრულვით მიმართავენ არალეგიტიმური პარლამენტის წევრები დასავლეთს და ამერიკის შეერთებულ შტატებს. ცხადია, რომ ის პოლიტიკური დარტყმა, რომელსაც „ქართულ ოცნებაზე” „MEGOBARI აქტი” ახდენს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით გამოჩნდა, ამ ქცევაში და ისტერიაში, რომელშიც უკვე რამდენიმე დღეა ჩავარდნილები არიან”, – განაცხადა დათუნაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე – გადასარევად გვახსოვს, როგორ ექცეოდა ეს სასამართლო ადამიანებს წინა მთავრობის დროს, დღეს ზუსტად იგივე სახელებზე და გვარებზეა დამოკიდებული ადამიანების ბედი – დღევანდელ დღეს, ბედს წყვეტენ გამბედავი ადამიანები

დიმიტრი საძაგლიშვილი – ჩვენი ინფორმაციით, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე არის ნასამართლევი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, დაახლოებით 19 წლის წინ – ბუნებრივია, ასეთი კადრი სასამართლო კლანისთვის იდეალურია