“თავხედობაცაა და თავხედობაც… ქოცი საჯარო მოხელეები რომ ყიჟინით ავრცელებენ, ეს ცალკე კომედიაა” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი:
სტრასბურგის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა რუსეთში მოქმედ “აგენტების კანონის” შესახებ.
ამის მერე გამობრძანდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი პაპუაშვილი და, არც მეტი არც ნაკლები, განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ ქართული კანონის „რუსულ კანონად“ დაბრენდვა ხუხულასავით ჩამოშალა. კიდევ გავიმეორებ: გაამტყუნა სასამართლომ, შეუსაბამოდ ცნო იქაური კანონი უცხოელ აგენტებზე ადამიანის უფლებებთან. პაპუაშვილი კი ამტკიცებს, რომ ამით სასამართლომ გააცამტვერა ქართული ოპოზიციის ბრალდებები და არგუმენტად მოჰყავს ის, რომ რა პუნქტებიც სტრასბურგმა დარღვევად მიიჩნია, ჩვენს კანონში არცერთი არ წერიაო. ჯერ ერთი მარტო იმ პუნქტების გამო არ გაუმტყუნებიათ რუსეთი რაც პაპუაშვილმა მოგვახსენა, მაგრამ ასეც რომ იყოს, ეს ხომ არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ ქართულ კანონში რაც წერია, ის ყველაფერი დემოკრატიის სტანდარტების შესაბამისია? მთავარი, რაც სტრასბურგმა თქვა, არის ის, რომ რუსეთში მოქმედი კანონის მიზანი არის არა გამჭვირვალობა, არამედ დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვა და კონტროლი. ზუსტად ასეა ჩვენთანაც და იმიტომაც გახლავთ ეს კანონი ჭეშმარიტად რუსული სულისკვეთების. კი მიგვაჩვია ამ ხელისუფლებამ სრულიად თავხედურ ტყუილებს და სიგიჟეებს, მაგრამ თავხედობაცაა და თავხედობაც.
და ქოცი საჯარო მოხელეები რომ ყიჟინით ავრცელებენ პაპუაშვილის ნათქვამ სისულელეს და დაგერხათ უსამშობლოებოო გაჰყვირიან, ეს კიდევ ცალკე კომედიაა.