თავხედი მანიპულატორი BBC, რომელმაც ტრამპის გამოსვლა გააყალბა, ქართულ პოლიციას აბრალებს პირველი მსოფლიო ომისდროინდელი მომწამლავი გაზის გამოყენებას, რადიკალ პედიატრზე, კოტე ჩახუნაშვილსა და ნაცრეჟიმის ჩაფრებზე დაყრდნობით, ზეფსკერი

თავხედი მანიპულატორი BBC, რომელმაც ტრამპის გამოსვლა გააყალბა, ქართულ პოლიციას აბრალებს პირველი მსოფლიო ომისდროინდელი მომწამლავი გაზის გამოყენებას, რადიკალ პედიატრზე, კოტე ჩახუნაშვილსა და ნაცრეჟიმის ჩაფრებზე დაყრდნობით, ზეფსკერი
ანალიტიკოსი გია აბაშიძე BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მაუწყებელს მიზანმიმართულ დეზინფორმაციაში ადანაშაულებს. როგორც აბაშიძე აღნიშნავს, , ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააყალბა ს გამოსვლა, ახლა კი ქართულ პოლიციას აბრალებს მომწამლავი გაზის გამოყენებას რადიკალ პედიატრზე, კოტე ჩახუნაშვილზე. მისივე შეფასებით, ნაცპროპაგანდისთვის კი უნდა იყოს ეს პროვოკაციული “საგამოძიებო” სტატია ერთგვარი მაშველი რგოლი, მაგრამ საკმაოდ დახვრეტილია BBC-ის რენომე და წინ მისი ქვეყნის დაფინანსების გადახედვა ემუქრება უამრავ მიზეზთა გამო.
„თავხედი მანიპულატორი BBC, რომელმაც ტრამპის გამოსვლა გააყალბა, ქართულ პოლიციას აბრალებს პირველი მსოფლიო ომისდროინდელი მომწამლავი გაზის გამოყენებას, რადიკალ პედიატრზე, კოტე ჩახუნაშვილსა და ნაცრეჟიმის ჩაფრებზე დაყრდნობით, ზეფსკერი! უწინ იქნებოდა რეზონანსული, რომ ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თქვა ესა და ეს, მაგრამ ბოლო წლებმა გლობალურ საზოგადოებას ხაზგასმით აჩვენა – BBC დაეცა სტანდარტულ ‘ფეიქნიუსერობამდე'. მისი ტენდენციური სარედაქციო პოლიტიკის პრიორიტეტებია: ბრძოლა პატრიოტულ ძალებთან, ულტრამემარცხენეობის დღის წესრიგის პრომო – ე.წ. მწვანე პოლიტიკა, ტრანსგენდერიზმი და ზოგადად, ვოუქიზმი. ნაცპროპაგანდისთვის კი უნდა იყოს ეს პროვოკაციული “საგამოძიებო” სტატია ერთგვარი მაშველი რგოლი, მაგრამ საკმაოდ დახვრეტილია BBC-ის რენომე და წინ მისი ქვეყნის დაფინანსების გადახედვა ემუქრება უამრავ მიზეზთა გამო.“ – წერს აბაშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს ხელისუფლებისთვის დემონსტრანტების წინააღმდეგ, “პირველი მსოფლიო ომის” დროინდელი ქიმიკატების გამოყენების დაბრალება – არანაკლები დანაშაულია, ვიდრე ტრამპის წინააღმდეგ აგორებული ფეიკ-კამპანია

BBC სულ უფრო ხშირად გვევლინება ევროპული ბიუროკრატიული წრეების პოლიტიკური მესიჯების გაჟღერების პლატფორმად – მასალა მთლიანად ეფუძნება ინდივიდუალურ აღქმებსა და ჰიპოთეზებს, ხოლო სტატიაში მოყვანილი „მოწმეების“ ნაწილი, აფილირებულია ნაციონალურ მოძრაობასთან

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ტყუილის გამო „ბიბისის“ დირექტორს და ახალი ამბების ხელმძღვანელს გადადგომა მოუწიათ. ახლა გამოაგდეს ახალი სიგიჟე, საქართველომ მომიტინგეების წინააღმდეგ ომისდროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენაო