“თავჩაქინდრული უნდა იდგეთ” – “ოცნების” დეპუტატი გახარიას გუნდს

როდენის პოზაში, ამ მკაცრი სახით კი არა, თავჩაქინდრული უნდა იდგეთ თქვენს გუნდთან ერთად და ბოდიშებს იხდიდეთ, – ასე უპასუხა “ოცნების” დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა პარლამენტში გახარიას გუნდის წევრს, გიგა ფარულავას, რომელმაც ქიმიური იარაღის სკანდალზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“როდენის პოზაში, ამ მკაცრი სახით, ამ საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენება, ხელში პასტით კი არ უნდა ჰგავდეს თქვენს დღევანდელ გამოსვლას, თავჩაქინდრული უნდა იდგეთ თქვენს გუნდთან ერთად და ბოდიშს უხდიდეთ საზოგადოებას ის, რაც გააკეთეთ თქვენი ლიდერიანად რუსთაველზე, – ამბობს ზავრადაშვილი.
შეგახსენებთ, რომ BBC-ის სკანდალის ირგვლივ დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება. “ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო ოპოზიციის ინიციატივა სესიაზე კენჭისყრის დროს დაბლოკა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია