თავს ერთგულ ტრამპისტებად ასაღებენ „ნაცები“ და მათი დანამატები ზურაბიშვილის ჩათვლით – მოვითხოვოთ, ხმამაღლა და ცალსახად დაგმონ მათ მიერვე, სულ ახლახან, ტრამპის, როგორც რუსეთის პროექტის მოხსენიება

თავს ერთგულ ტრამპისტებად ასაღებენ „ნაცები“ და მათი დანამატები ზურაბიშვილის ჩათვლით – მოვითხოვოთ, ხმამაღლა და ცალსახად დაგმონ მათ მიერვე, სულ ახლახან, ტრამპის, როგორც რუსეთის პროექტის მოხსენიება
ეს რა ღრიანცელი აქვთ ატეხილი და თავს ერთგულ ტრამპისტებად ასაღებენ, გინდა ნაცები და გინდაც მათი დანამატები, ზურაბიშვილის ჩათვლით, – წერს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს, რომ ოპოზიციამ ცალსახად დაგმოს მათ მიერვე სულ ახლახან, დონალდ ტრამპის, როგორც რუსეთის პროექტის მოხსენიება და მისი პირადი შეურაცხყოფა.
„ეს რა ღრიანცელი აქვთ ატეხილი და თავს ერთგულ ტრამპისტებად ასაღებენ, გინდა ნაცები და გინდაც მათი დანამატები, ზურაბიშვილის ჩათვლით. მოდი ერთი მოვითხოვოთ ყველასაგან ხმამაღლა და ცალსახად დაგმონ მათ მიერვე, სულ ახლახან, ტრამპის, როგორც რუსეთის პროექტის მოხსენიება და არჩევნების შედეგებზე რუსეთის გავლენის შესახებ გაკეთებული განცხადებები, პირადი შეურაცხყოფა!“ – წერს გიორგი ვოლსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში