“თავმოყვარეობა არ გაქვთ?! გათავისუფლებას და კომპენსაციას ელოდებით?!” – აზერბაიჯანის ნაკრების ცნობილ მწვრთნელს ისლანდიასთან განადგურების შემდეგ შეუტიეს

აზერბაიჯანის ნაკრების მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩაერთო და გასვლაზე ისლანდიასთან 0:5 განადგურდა. გუნდის ცნობილი პორტუგალიელი მწვრთნელის ფერნანდო სანტუშისთვის ჩვენს მეზობელ ქვეყანაში მუშაობა აშკარად ძალიან ცუდად მიდის.
მან ეროვნული ნაკრები ჯამში 11 შეხვედრაში გაწვრთნა, სადაც 9 მარცხი და 2 ფრე აქვს. აზერბაიჯანი ერთა ლიგის D ჯგუფში დაქვეითდა და ჟურნალისტებმა სანტუშს მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე შეუტიეს.
-პირველ ტაიმში თავს კარგად ვიცავდით, თუმცა მეტოქეს ბურთი უფრო მეტად ეჭირა. ვცდილობდით კონტრშეტევებზე გვეთამაშა, მაგრამ ეს ჩვენთვის რთული იყო, რადგან მეტოქეს ბურთი უფრო მეტად ეჭირა.
-არის თუ არა პირდაპირი რეისი ისლანდიიდან პორტუგალიაში?
-არ ვიცი
-თქვენს კარიერიაში ოდესმე გაუთავისუფლებულხართ დაკავებული თანამდეობიდან?
-არა
-გადადგომაზე ფიქრობთ?
-არა
-რა არის ამის მიზეზი?
-კონტრაქტი მაკავშირებს.
-თქვენთან ერთად გუნდი ერთა ლიგის D დივიზიონში დაქვეითდა, დღეს კი ისლანდიასთან დამარცხდა გამანადგურებელი ანგარიშით. წასვლა არ გსურთ და როგორ გადაიტანთ ამას? მართლა ელოდებით გათავისუფლებას და კომპენსაციას? თავმოყვარეობა არ გაქვთ?
-მოქმედი კონტრაქტი მაქვს. ვცდილობ, აქ ყველაფერი გავაკეთო, რაც შემიძლია. პატივს ვცემ ჩემს კონტრაქტს.
-თქვენ აქ ცნობილი მწვრთნელის რანგში მოხვედით. დღეს ამისგან არაფერი დარჩა. რამდენ ხანს შეგიძლიათ მოითმინოთ?
-ყველაფერს აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაცია გადაწყვეტს. თუ AFFA მოისურვებს გათავისუფლებას, ის ამ გადაწყვეტილებას მიიღებს.
-ვინ უნდა დაისაჯოს ამ მარცხისთვის და როგორ ვითამაშებთ სა და საფრანგეთთან?
-ფეხბურთში მწვრთნელის დადანაშაულება ადვილია. ყველა უნდა დაისაჯოს. დამნაშავეა როგორც მწვრთნელი, ასევე ფეხბურთელები. იმედი მაქვს, რომ შემდეგ თამაშებში უკეთესად ვიმუშავებთ, მეც და ფეხბურთელებიც.
-AFFA ელის, რომ გადადგებით…
-რატომ უნდა გადავდგე? მაჩვენეთ მწვრთნელი, რომელიც თავად გადადგება. თუ დაინახავენ, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებ, უნდა დამელაპარაკონ და საკითხი მოაგვარონ.
ინფორმაციისთვის, აზერბაიჯანის ნაკრებს შესარჩევი ეტაპის ჯგუფში ისლანდიასთან ერთად საფრანგეთი და ც ჰყავს. მე-2 ტურში ჩვენი მეზობლები 9 სექტემბერს ბაქოში სწორედ ამ უკანასკნელს უმასპინძლებენ.
ადრე გავრცელა ცნობა, რომ თუ აზერბაიჯანელები სანტუშს გაათავისუფლებენ, სერიოზული ფინანსური კომპენსაციის გაღება მოუწევთ.
· ხვიჩა მაგარია! ესენი კაშიაზე უარესები ყოფილან, თავისით თურმე არავინ მიდის. კაცს 2 ფრე და 9 წაგება აქვს და ნამუსი საერთოდ არ აწუხებს. მიზეზად კი კონტრაქტს იშველიებს. ელოდება, თუ გაანთავისუფლებენ, კომპენსაციაც რომ გადაუხადონ. ასე რომ სანიოლის ატანა 2050 წლამდე მოგვიწევს ალბათ.
[VIDEO] “ასე როგორ შეიძლება?” – რონალდო ამ ქმედების გამო მკაცრად გააკრიტიკეს
ფიფამ 10 საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა
“ეს მთლიანად შენს კისერზეა!” – ფიგუმ სანტუში გააკრიტიკა
“ეს ჩემი შეცდომა იყო” – მოურინიო პორტუგალიისთვის უარის თქმას ნანობს
პორტუგალია – მექსიკა 1:1 (2:1. დ. დ) – პეპე რომ არა [VIDEO]
სანტუშს მაროკოსთან მარცხი არ აპატიეს – პორტუგალიელთა თავკაცს გადააყენებენ
გაურკვევლობა აზერბაიჯანის ნაკრებში – სანტუშის გაშვება საშინელი შედეგების გამო უნდათ, მაგრამ წინ ერთი დიდი პრობლემა დგას