მალე დადგება დრო, როდესაც ამ სისტემის გახრწნილი ადამიანებისგან არაფერი არ დარჩება. საერთოდ, არაფერი. უკვე ვხედავ მათ გასაცოდავებულ თვალების ცეცებას. ნათლად ვხედავ. ეს არის თაგვის სუნსული და შეშინებული მზერა. ჩემს თავს ვუტყდები. რომ არ მეცოდებიან.
თავი ასწიეთ რეჟიმის პატიმართა მშობლებო – თქვენ გმირები გაზარდეთ და მადლობა ამისთვის! როგორც ჩემი საყვარელი მიგელ დე უნამუნო ამბობდა, „მე მტკივა ესპანეთი“, ჩვენც ვამბობთ: „ჩვენ გვტკივა საქართველო“. …მაგრამ.. მაგრამ ჩვენ, საქართველოთი ატკიებული ადამიანები უფრო დღეგრძელები ვართ, ვიდრე ეს მოღალატე ვირთხები, დღეს რომ ქვეყანას იპარავენ და ხრავენ. ჩვენ ალექსანდრე სულხანიშვილები ვართ – ქაქუცას ის თანამებრძოლი, რომელიც მოესწრო საქართველოს დამოუკიდებლობას, ანუ ერთი ადამიანი მოესწრო საქართველოს ანექსიას და დამოუკიდებლობასაც. ისინი კრებსითი ბუდუ მდივნები და სერგო ორჯონიკიძეები არიან, რომლებმაც საქართველო „გააწითლეს“, მაგრამ ისინი საკუთარმა ბელადმა უბრალოდ… დახვრიტა. გამარჯვება ჩვენი იქნება! სხვა სცენარი არ დაუშვათ.
