მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები გასვლაზე ესპანეთთან 0:2 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ Nakrebi.ge-სთან საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა ისაუბრა.
“ჩემი აზრით, ესპანეთის ნაკრები მსოფლიოში პირველი გუნდია. შევეცადეთ, იმ გეგმას მივყოლოდით, რომელიც თავიდანვე დასახული გვქონდა, მაგრამ ჩვენს წინააღმდეგ ძალიან მაღალი დონის მოთამაშეები თამაშობდნენ და გაგვიჭირდა.
რაიმეს შექმნა ბურთთან ერთადაც გაგვიჭირდა და უბურთოდაც. შევეცდებით, რომ ეს ყოველივე მალე დავივიწყოთ და ძალები აღვიდგინოთ. ამ დაცემაზე ერთად უნდა ვისწავლოთ, გულშემატკივრის გვერდში დგომა გვჭირდება. თავი არ უნდა დავხაროთ, ზემოთ ავწიოთ და ისევე როგორც აქამდე, ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ!”, – თქვა ქოჩორაშვილმა.
ჩემპიონთა ლიგა: მიქაუტაძე სასტარტოშია – ქოჩორაშვილი სათადარიგოა
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს – “სპორტინგი” “ნაპოლისთან” დამარცხდა
[VIDEO] ქოჩორაშვილის დებიუტი და საგოლე პასი ჩემპიონთა ლიგაზე – “სპორტინგმა” “კაირატს” სძლია
ქოჩორაშვილი შეცვლაზე და “სპორტინგის” ხელიდან გაშვებული გამარჯვება
[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ – “სპორტინგმა” “ნაპოლიმდე” “ეშტორილს” სძლია
ქოჩორაშვილის “სპორტინგმა” “მორიერენსეს” მოუგო
