,,ფარის” დამფუძნებელი, გიორგი თავდგირიძე:
,,ოცნება და ოცნების ლიდერებო, რომ იბრიქებით, თავის დროზე, ცრუ ბრალდებით, ოქრუაშვილი ცდილობდა 21 წლით გამოვეკეტე ციხეში. და ვერასდროს წარმოიდგენდა რომ ჩემი დასაცავი გახდებოდა როდესმე. გაითვალისწინეთ.
რაც შეეხება ოქრუაშვილს, მისი და სხვა პოლიტპატიმრების ბედს, უკვე დაკავებულების და მომავალში დასაკავებლების, მათი თავისუფლება მთლიანად დამოკიდებულია ერთობის – როგორც დიდი საპროტესტო მოძრაობის წარმატებულ ბრძოლაზე.
დავამარცხებთ რეჟიმს, აღარ გვეყოლება პოლიტპატიმრები, დავმარცხდებით, საქართველო გახდება ერთი დიდი გულაგის ზონა.
გამოსავალი რეჟიმის ჩამოშლაშია.
ბრძოლა გრძელდება, შემოგვიერთდით ერთობაში. ერთად სწრაფად გავიმარჯვებთ.“
