“თავის დათვლების ნაცვლად მოუსმინეთ ხალხს და დანიშნეთ ახალი “ – ნოდიკო ტატიშვილი

მომღერალმა ნოდიკო ტატიშვილმა რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა, რომ ხელისუფლება თავების დათვლას თავი უნდა დაანებოს და ახალი უნდა ჩანიშნოს.

“იმედიანად ვარ. ამიტომ ვდგავარ 25 დღეა აქ და კიდევ ვიდგები, რამდენიც საჭიროა. ერთადერთი გამოსავალი ამ საშინელებიდან, რაც დღეს ხდება არის ახალი არჩევნები. ასევე უნდა გათავისუფლდნენ უდანაშაულო პატიმრები. სხვანაირად უბრალოდ წარმოუდგენელია.

არავინ დაღლილა და ამის აღსაქმელად, ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღე ითვლიან, რომ 300 კაცი იდგა… თუ კიდევ თავის დათვლებს დაიწყებენ მინდა ვუთხრა, რომ თავის დათვების მაგივრად მოუსმინეთ ხალხს და დანიშნეთ ახალი არჩევნები“, – აცხადებს ნოდიკო ტატიშვილი

ასევე დაგაინტერესებთ

ელჩის საქმე არ არის ჩაერიოს დამოუკიდებელი სასამართლოს საქმიანობაში. თუ აქამდე ცდილობდნენ რამენაირად შეეფუთათ დამოკიდებულება და თავიანთი გავლენების გაზრდის მცდელობები, ახლა ესეც აღარ ხდება

საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმები ახლა არ დაწყებულა. მისი მიზანია, ქვეყანაში არ არსებობდეს ინსტიტუცია, რომელსაც მხარს დაუჭერს ხალხი, რომელსაც მოუსმენს და დაეყრდნობა – არჩილ გორდულაძე