თავისუფლების ხმა ციხიდან – რუსთაველის გამზირზე სინდისის პატიმრების გაზეთის მეორე ნომრის პრეზენტაცია მიმდინარეობს. პირველისგან განსხვავებით, ამ ნომერში არა მხოლოდ სინდისის პატიმრების, არამედ მათი ყველაზე დიდი გულშემატკივრების, დედების და მამების სათქმელსაც ამოიკითხავთ.
დედაქალაქის მთავარ გამზირზე ახლა სინდისის პატიმრების მშობლები აღნიშნულ გაზეთებს არიგებენ. როგორც ისინი აღნიშნავენ, გაზეთებს რეგიონებშიც წაიღებენ და ადგილობრივებს დაურიგებენ. მათი თქმით, სწორედ ეს გაზეთებია ინფრომაციის გავრცელების ერთ-ერთი საშუალებაა, რომელიც საზოგადოებას დაეხმარება, დაინახოს სინდისის პატიმრების და მათი მშობლების მხრიდან დანახული მოვლენები.
პროპაგანდას ჩაკეტილი აქვს ყველაფერი. მაქსიმალურად ჩაბნელებული აქვს მათი მხარე, რომ ვერავინ გაიგოს რა ხდება რეალურად ამ პოლიტპატიმრების და სინდისის პატიმრების ირგვლივ. ეს არის ერთ-ერთი კარგი საშუალება, რომელსაც ადგილზე მივუტანთ სავაჭრო ცენტრებში, მეტროსადგურებში, ბაზრობებზე და დავურიგებთ და ავუხსნით ხალხს, რომ წაიკითხონ და ნახონ, დაინტერესდნენ, იქნებ მართლა ყაჩაღები არიან, იქნებ კარგი ბიჭები არიან. საზოგადოებამ უნდა დაინახოს ეს, – ამბობს სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე.
აღასანიშნავია, რომ რუსთაველის გამზირი პროტესტის 226 დღესაც გადაიკეტა.
წყარო – ტვ პირველი
