თავისუფლების ხმა ციხიდან – თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან სინდისის პატიმრების მშობლები მოქალაქეებს წერილებს დაურიგებენ

თავისუფლების ხმა ციხიდან – დღეს, საღამოს ხუთი საათიდან ცხრა საათამდე, თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან სინდისის პატიმრების მშობლები მოქალაქეებს დაელოდებიან.
ევროპული მომავლის მცველების ნათესავები აპირებენ, ციხის საკნებში დაწერილი წერილები ყველას დაურიგონ და ამ ფორმით დაუპირისპირდნენ სახელისუფლებო პროპაგანდას.
ამ აქცია-პერფორმანსის მთავარი მიზანი სიმართლის გავრცელებაა იმისთვის, რომ მაქსიმალურად მეტმა ადამიანმა იცოდეს, რისთვის ისჯებიან გისოსებს მიღმა, ტყვეობაში მყოფი ადამიანები.
ჩვენი პერფორმანსის მიზანია, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი მოვიდეს, წაიღოს ეს გაზეთები და გაავრცელოს თავის უბანში, რადგან, ყველგან, სადაც შევძლებთ, უნდა მივაწოდოთ სწორი და ობიექტური ინფორმაცია, – ამბობს ზვიად ცეცხლაძის მამა.
ვთხოვთ ჩვენ თანამოქალაქეებს, რომლებიც შესაძლოა, რეგიონში გადიან, უახლოეს დღეებში, მოვიდნენ პირველ გიმნაზიასთან და გაიყოლონ რამდენიმე გაზეთი ნათესავებთან, სამეზობლოში, მივიტნოთ ჩვესნ თანამოქალაქეებამდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენი პოლიტპატიმრების და მათი ოჯახის წევრების სიტყვები იმ განსაცდელის შესახებ,რ აც დღეს ქვეყანაში ტრიალებს, – განაცხადა დეა მეტრეველმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?