“თავისუფლების მოედნის“ ორგანიზებით, უზენაეს სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა

უზენაეს სასამართლოსთან “თავისუფლების მოედნის“ ორგანიზებით, საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციაზე სიტყვით გამომსვლელებმა სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება მათი მთავარი მოთხოვნაა.
შეკრებილებს ადგილზე მოტანილი ჰქონდათ სხვადასხვა შინაარსის ბანერი.
„თავისუფლების მოედანი” მოუწოდებს თანამოაზრეებს, ყოველ ხუთშაბათს, 19:00 საათზე, უზენაესი სასამართლოს შენობის წინ შეიკრიბონ.
სასამართლოსთან აქციის დასრულების შემდეგ მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს, სადაც უკვე 99 დღეა მოქალაქეები პროტესტის ნიშნად ყოველდღიურად იკრიბებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე – ბაჩიაშვილმა გაქცევის ფორმით ივანიშვილი და მისი ძალოვანი სტრუქტურები დაამცირა – მას გარედან შეუძლია იმუშაოს რეჟიმის უფრო შესარყევად, ციხეში გაანადგურებდნენ, გაძარცვავდნენ, დაასახიჩრებდნენ ან მოკლავდნენ