“თავისუფლების მოედნის” გარდამავალი პერიოდის გეგმა განათლებაში – სიმონ ჯანაშია

დღეს, 8 ნოემბერს, “თავისუფლების მოედანი”, რომელიც პოლიტიკურ პარტიად ცოტა ხნის წინ დარეგისტრირდა, უზენაესი სასამართლოს შენობასთან მხარდამჭერების წინაშე წარსდგა და “გარდამავალი პერიოდის” გეგმა წარუდგენა – რა უნდა მოხდეს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პირველ 100 დღეს.
განათლების სფეროში განსახორციელებელ ცვლილებებზე მოძრაობის წევრმა სიმონ ჯანაშიამ ისაუბრა. გთავაზობთ მის ხედვას:
„ესე იგი, ჩვენ გეგმას აქვს ორი ნაწილი. პირველი ნაწილი არის – რა უნდა მოხდეს ს დანიშვნიდან გამართვამდე და მეორე ნაწილი არის – რა უნდა მოხდეს ს შემდეგ, მას შემდეგ, რაც შეიცვლება ხელისუფლება, პირველი 100 დღის განმავლობაში.
განათლებაში პრობლემა ის არის, რომ განათლების სფერო არის პოლიტიკური კონტროლის ქვეშ და გამოიყენება როგორც საარჩევნო ინსტრუმენტი. ანუ, არჩევნების დროს განათლების სისტემას მმართველი პარტია იყენებს როგორც საშუალებას იმისთვის, რომ მოიპოვოს რაც შეიძლება მეტი საარჩევნო ხმა. და პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, არის აი ამ პარტიული კონტროლისგან გათავისუფლება შემდეგი გზებით:
ერთი მხრივ, უნდა აეკრძალოთ მასწავლებლებს, ბაღის თანამშრომლებს, სკოლის ადმინისტრაციას აგიტაცია რომელიმე კონკრეტული პარტიის სასარგებლოდ; მაგრამ მეორე მხრივ, იმის გამო, რომ თავად ეს პარტია, მმართველი პარტიები საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში სკოლებს მოუწოდებდნენ და უნივერსიტეტის პროფესორებსაც მოუწოდებდნენ, რომ არ ჩაერიონ პოლიტიკაში… ანუ ერთი მხრივ მოუწოდებენ, რომ არ ჩაერიონ პოლიტიკაში და მეორე მხრივ იყენებენ საკუთარი პოლიტიკური მიზებისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია ერთი მხრივ აკრძალვა გამოყენების და მეორე მხრივ, პირიქით – უნდა მოუწოდოთ ამ ხალხს, რომ ჩაერთონ პოლიტიკაში, უნდა ჩაერთონ განხილვებში საარჩევნო პროგრამების. ანუ, რაც შეიძლება თავისუფლად უნდა იარონ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის შეხვედრებზე, წინასაარჩევნო პროგრამების განხილვებზე, უნდა დასვან კრიტიკული კითხვები, არ უნდა იყვნენ [შეზღუდულები] და უნდა იყვნენ სრულად ჩართულები, როგორც მოქალაქეები, ამ პროგრამების განხილვაში.
მაგრამ იმისთვის, რომ ეს პროგრამები… ამ პროგრამების განხილვა შესაძლებელი იყოს, ასევე პრობლემა არის ზოგადად შეხვედრების ჩატარება არჩევნების დროს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ სასარგებლო იქნება, რომ არჩევნების პერიოდში საგანმანათლებლო დაწესებულებები არასასწავლო დროს იყოს ღია პოლიტიკური პარტიებისთვის იმისთვის, რომ სკოლებში, ბაღებში, უნივერსიტეტებში ჩატარდეს სწორედ ასეთი განხილვები, ხო? უნდა იყოს შესაძლებელი, რომ სკოლამ მოიწვიოს პოლიტიკური პარტიები იმისთვის, რომ იქ მოხდეს განხილვა, ვთქვათ შაბათს ან კვირას, ან უნივერსიტეტში ჩატარდეს დებატები. ანუ საგანმანათლებლო სივრცეები უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ რაც შეიძლება ფართოდ გავრცელდეს ცოდნა იმის შესახებ, რა არის ალტერნატივები ქვეყანაში და იმისთვის, რომ შემდეგ გაცნობიერებული არჩევანი გააკეთონ მოქალაქეებმა.
რაც შეეხება უკვე არჩევნების შემდეგ, პირველი 100 დღის განმავლობაში, სამი მიმართულებით არის სამუშაო განათლების სფეროში:
პირველი: გადასადგმელია ისეთი ნაბიჯები, რაც არის გადაუჭრელი იმის გამო, რომ “ქართულმა ოცნებამ” დაიგვიანა ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრა. ასეთი ერთ-ერთი საკითხი არის, მაგალითად, სკოლების რემონტები და მშენებლობა. ანუ თქვენ იცით, რომ ბავშვები უკვე წლებია ელოდებიან იმას, რომ მათი სკოლების რემონტი ან მშენებლობა დასრულდება. არის თბილისში სკოლა, მაგალითად, რომელიც შვიდი წელია რაც დანგრეულია და მშობლებმა არ იციან კიდე რამდენი ხანი დასჭირდება ამ სკოლის აშენებას. და პირველი, რასაც გავაკეთებთ, არის ის, რომ დაიდება გეგმა, თუ როდის რომელი სკოლა დამთავრდება და რა თქმა უნდა, ეს გეგმა იქნება რაც შეიძლება სწრაფი, რომ რაც შეიძლება სწრაფად დამთავრდეს ეს.
მეორე: უნდა აღმოიფხვრას ის ზიანი, რაც მიადგა განათლების სფეროს აი ამ რეპრესიული პოლიტიკის პერიოდში, რასაც “ქართული ოცნება” ეწევა. ეს გულისხმობს რეპრესიული კანონების გაუქმებას, მაგალითად, როგორიც არის ეგრეთ წოდებული ცენზურის კანონის გაუქმება. ეს გულისხმობს ასევე იმ ქონების დაბრუნებას, რასაც ახლა, ამ პერიოდში “ქართული ოცნება” ანიავებს და რაც ეკუთვნის განათლების სფეროს. მაგალითად, ჩვენ ვიცით, რომ მაგალითად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჩამოართვეს ეხლა ქონება და გადასცეს სხვა უნივერსიტეტს, ერთ-ერთ კერძო უნივერსიტეტს – აპირებენ პრივატიზებას. ასევე უნდა მოხდეს რეაბილიტაცია იმ ხალხის, ვინც პოლიტიკური ნიშნით გაუშვეს ამ პერიოდში სამსახურებიდან და არა მხოლოდ მათი უფლებები უნდა აღდგეს იმითი, რომ შეიძლება აღუდგინონ სამსახურები, არამედ ასევე კომპენსაციები შეიძლება იყოს გაცემული იმ შემთხვევებში, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ ამ ხალხს ასევე ჯარიმებიც დააკისრეს, ხო? მოკლედ, ყველა ის ზიანი, რაც მიაყენა “ქართულმა ოცნებამ” განათლებას, ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღმოიფხვრას. უფრო სწორად, უნდა დაიწყოს ამ 100 დღეში კომისიების შექმნა, რომელიც შეისწავლის პოლიტიკური ნიშნით იყო თუ არა გათავისუფლებული კონკრეტული ადამიანი, პოლიტიკური ნიშნით დაიხურა თუ არა საგანმანათლებლო დაწესებულებები, მოხდა თუ არა მათი ქონების პრივატიზება და ამ მიმართულებით უნდა მოხდეს საკითხების გადაწყვეტა.
მესამე: აი ამ პერიოდში, ამ 100 დღის განმავლობაში, უნდა ჩაეყაროს საფუძველი ისეთ სისტემას, რომელიც არასდროს აღარ იქნება დაქვემდებარებული მმართველ პარტიაზე. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, მაგალითად, ისევ და ისევ ეთიკის კოდექსის შემუშავება, რომელიც განსაზღვრავს როგორ უნდა ჩაერთონ ხოლმე განათლების სფეროში მომუშავე ადამიანები პოლიტიკაში, როგორ უნდა მონაწილეობდნენ. იმიტომ, რომ არ შეიძლება ავუკრძალოთ მასწავლებელს ან უნივერსიტეტის პროფესორს, რომ ის იყოს აქტიური პოლიტიკურად, იმიტომ, რომ ისინიც სრულფასოვანი მოქალაქეები უნდა იყვნენ.
მეორე, რაც უნდა მოხდეს, არის ის, რომ უნდა შემუშავდეს ისეთი სისტემა, რომელიც საშუალებას აღარ მისცემს სახელმწიფოს, რომ საგანმანათლებლო რესურსების წარმოება პოლიტიკური კონტროლის ქვეშ ჰქონდეს. მაგალითად, სახელმძღვანელოების წარმოებას იწყებს ეხლა სახელმწიფო ისე, როგორიც საბჭოთა კავშირშიც კი არ ყოფილა. მაგალითად, ეხლა ამბობენ, რომ განათლების სამინისტრომ უნდა დაწეროს სახელმძღვანელო და არა გამომცემლობამ. და ეს უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ ეს არ მოხდეს.
და ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებები ასევე გადიოდეს საზოგადოებრივ ფილტრს, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა სტრატეგიული გადაწყვეტილება უნდა იყოს შეთანხმებული მაღალი ლეგიტიმაციის მქონე სამეთვალყურეო საბჭოსთან, რომელიც შეიძლება პარლამენტმა შეარჩიოს, შეიძლება ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარდგენებით ხდებოდეს მათი შერჩევა, მაგრამ მინისტრები არ უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებას ასეთი საზოგადოებრივი შეთანხმებების, ფილტრის გარეშე.“