თავისუფლების მოედანი: ხაზარაძეს მოლაპარაკებების პროცესში ჩვენი ნდობით სარგებლობს

თავისუფლების მოედანი, რომელიც ძლიერი საქართველოს კოალიციაში შედის, განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებების პროცესში ს მათი სრული ნდობა აქვს.
“პრეზიდენტ ზურაბიშვილის ძალისხმევა, რომელიც პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევისკენ არის მიმართული, განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს.
მამუკა ხაზარაძე მოლაპარაკების პროცესში ძლიერი საქართველოს ოთხივე სუბიექტს წარმოადგენს და ჩვენი ნდობით სარგებლობს.
თავისუფლების მოედნის მკაფიო პოზიციას სხვადასხვა საკითხთან მიმართებით არასოდეს შეუშლია ხელი ჩვენთვის ღია ვყოფილიყავით დიალოგისთვის.
ჩვენ ყოველთვის დავუჭერთ მხარს ნებისმიერ ნაბიჯს, გადაწყვეტილებას თუ შეთანხმებას, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპულ მომავალს”, – აღნიშნულია მოძრაობის განცხადებაში.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კოალიცია ძლიერ საქართველოსა და გიორგი გახარიას პარტიას საქართველოს შორის გაერთიანებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. პროცესში ჩართული იყო პრეზიდენტიც.
გუშინ ორივე მხარე აღნიშნავდა და მიუთითებდა ერთიანობის შესაძლებლობაზე.
თუმცა დღეს გიორგი გახარიას პარტიამ მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, წინასაარჩევნო გაერთიანების საკითხზე მათ შორის შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. პარტიაში მიუთითებდნენ, რომ პრობლემა მეორე მხარეს იყო და ძლიერ საქართველოში თანხმობა არ იყო.

მოგვიანებით, ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ არნიშნა, რომ კოალიციაში იყო მზაობა წინასაარჩევნო გაერთიანების საკითხზე შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით.