“თავისუფლების მოედანი” პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირდა

პოლიტიკური მოძრაობა “თავისუფლების მოედანი”, რომელსაც სახელმწიფო პარტიად რეგისტრაციის პროცესში ბიუროკრატიულ ბარიერებს უქმნიდა, 19 ნოემბერს პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირდა.
“პარტიის რეგისტრაციის გზაზე მრავალი პრობლემა შეგვექმნა, ზოგი მოსალოდნელი, ზოგი სრულიად მოულოდნელი, მაგრამ გუნდში გადაწყვეტილი გვქონდა, ეს ბრძოლაც აუცილებლად ბოლომდე მიგვეყვანა. ათასგვარი ბიუროკრატიული ხრიკი და წინაღობა დავძლიეთ. თანაც, აუცილებლად გვინდოდა ისეთი წესდება და პროცედურები გვქონოდა, რომლებიც საუკეთესო ევროპულ ტრადიციებზე დაფუძნებით შევიმუშავეთ. ამ ბრძოლამ გამოიღო თავისი შედეგი, ვაჯობეთ სისტემას, რომელსაც მოუწია უკვე ფორმალურადაც ეღიარებინა უკვე არსებული რეალობა: „თავისუფლების მოედანი“ რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიაა. ხვალ რას მოიფიქრებს იგივე რეჟიმი, არავინ იცის, რადგანაც ის ახალი პარტიების სამომავლოდ აკრძალვასაც კი გვპირდება, მაგრამ ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ბრძოლა ყველგან საჭიროა და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
დიდი მადლობა ჩვენს მხარდამჭერებსა და თანამოაზრეებს – მათ გარეშე ვერაფერს შევძლებდით.
მადლობა ჩვენს დაუღალავ გუნდს და ჯიუტ მებრძოლებს”, – წერს „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან ცუცქირიძე