“თავისუფლების მოედანზე ჰიმნი ჟღერდა, თემქის ხევში – “მაკარენა” – თამარ ბუჩუკური

პარტიის, “კანონი და სამართალი” პოლიტსაბჭოს წევრი, თამარ ბუჩუკური:
გადასარევი ილუსტრაციაა დღევანდელი ორი საქართველოდან,
სიმბოლიკებიც ფანტასტიკურია – ერის თავისუფლების მოყვარე ნაწილი თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა. რუსული ჭაობის ქომაგები – გაპრანჭულში, მაგრამ მაინც ხევში. ვნახეთ, რომ საქრთველოს გაცილებით დიდმა ნაწილმა დღეს, ხმა თავისუფლებას, ევროპულ პერსპექტივას და დამოუკიდებლობას მისცა. რუსული ოცნების ქომაგებმა კი, სანახაობას პურის გარეშე… ერის ნათელ მხარეს ისეთი ვარსკვლავები დგანან, როგორებიც არიან: ნიაზ დიასამიძე, ნინო ქათამაძე, პაატა ბურჭულაძე, ჯგუფები: გამოუვალი მდგომარეობა, ლაუდსფიქერსი, ყველა… თავისუფალი საქართველოს ქომაგები მარშს ოჯახებით შეუერთდნენ, ყველა ასაკის ადამიანის ხმა ესმოდა ცივილურ სამყაროს… თბილისის მერის, კახი კალაძის ღონისძიებაზე კი, მისივე გუნდის სხვა ლიდერებიც არ გამოჩენილან, არც მისი ოჯახი ჩანდა. სცენაზე ჩემთვის მართლა უცნობი შემსრულებლები “მაკარენას მღეროდნენ”. ქართული ოცნების მხარდამჭერები კი სცენის წინ იდგნენ და სულ ეს იყვნენ… თავისუფლების მოედანზე ჩვენი ქვეყნის ჰიმნი ჟღერდა, თემქის ხევში – მაკარენა. ასეთია ორი საქართველოს დღევანდელი სახე: უმრავლესობა ჩვენ ვართ, ქართველებო – ჩვენი ქვეყნის თავისუფლების ქომაგები. უმცირესობაში არიან სამსახურებიდან, სახლებიდან ძალად გაყვანილი ხალხი. თავისუფლების ქომაგები ცხადია, უფრო მეტი, ძალიან ბევრი ვართ – მილიონამდე მხოლოდ ემიგრანტი გვყავს, რომლებიც უპირობოდ ირჩევენ ევროპულ მომავალს (გასული ს შედეგების მიხედვით). გავიმარჯვეთ ხალხო, 4-ჯერ უფრო მეტნი ვართ თავისუფლების სადარაჯოზე მყოფნი, ვიდრე ხევში ჩამდგარი ქოცები. უბრალოდ ამ გამარჯვებას 26-ში საღამოს გავაფორმებთ… აქვე, ნუ დაგვავიწყდება, რომ ნებისმიერ დროს, მმართველი პარტიის მიტინგებზე გამოყვანილი ხალხის აბსოლუტური ნაწილი ხმას არასოდეს აძლევს უმრავლესობას, ვალიდობა ყოველთვის 5-6 პროცენტია… ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დავესესხები ჯგუფი “ყველას” სოლისტს და ვიტყვი – დაგერხათ ქოცებო…

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ხალხი მთელი საქართველოდან ჩამოიყვანეს, ოთხი პარტია და მთელი მდიდარი ენჯეოსექტორი აორგანიზებდა და ბოლოს მაინც გამოუვალი მდგომარეობით დაამთავრეს – არჩევნები არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე წააგეს