თავისუფლების მოედანზე ღონისძიება – „საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“ მიმდინარეობს

თავისუფლების მოედანზე ღონისძიება – “საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“ მიმდინარეობს.
თავისუფლების მოედანზე საზოგადოება შეიკრიბა იმისთვის, რომ ფეხბურთელებს ერთად უთხრან მადლობა იმ წარმატებისთვის, რასაც ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მიაღწია.
სპეციალურად საზეიმო ღონისძიებისთვის დამონტაჟებულია სცენა, საიდანაც ფეხბურთელები შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ.
საფეხბურთო ნაკრები, მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით მივიდა.
ღონისძიებაზე უკვე მივიდა პრეზიდენტი, .
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს სახალხო ზეიმს შეუერთდება და ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებსა და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს დააჯილდოებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დღეს დილით დაბრუნდა, სადაც მათ გულშემატკივრები ოვაციებით დახვდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

აშშ-ის საელჩო – ალან პერსელი ლაშა ხუციშვილს შეხვდა, რათა განეხილა, ეკონომიკური ურთიერთობები, საქართველოს ეკონომიკური განვითარება, აშშ-ის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და როგორ შეუძლია საქართველოს მხარი დაუჭიროს „ტრამპის მარშრუტს”