თავისუფლების მოედანზე “რობოკოპები” მობილიზდნენ, რუსთაველზე მოქალაქეები მშვიდობიან პროტესტს აგრძელებენ

თავისუფლების მოედანზე მობილიზება დაიწყეს სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა. ადგილზეა ჭყლის ჭავლის მანქანებიც.
პარალელურად, რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეები უკვე 7 საათზე მეტია მშვიდობიან პროტესტს აგრძელებენ.
მას შემდეგ, რაც სამართალდამცველების მობილიზება დაიწყო, დემონსტრანტების ნაწილმა პარლამენტის გვერდითა შესასვლელებთან გადანაცვლება გადაწყვიტა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათში, დილის 09:00 საათზე უნდა დაიწყოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, სადაც რუსული კანონის მე-3 მოსმენით განხილვაა დაგეგმილი. საპარლამენტო უმრავლესობას კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მიღება 14 მაისს აქვს დაგეგმილი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილმა ხელმძღვანელმა ელენე ნიჟარაძემ ყალბი პარალელური დათვლის შედეგების გავრცელებით კინაღამ ააყირავა მდგომარეობა საქართველოში, ახლა მოკალათებულია ევროპულ ორგანიზაციაში და კარიდან გაშვებული, ფანჯრიდან გვიძვრება უკან