თავისუფლების მოედანზე მთავრობის ორგანიზებით აღნიშნავენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას თბილისში, თავისუფლების მოედანზე, აღნიშნავენ. ღონისძიება მთავრობის ორგანიზებით იმართება.
შეკრებაზე სიტყვით პირველი გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი . მან მოქალაქეებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება მიულოცა. მთავრობის მეთაურმა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა.
„ეს ისტორიული გამარჯვება გეკუთვნით თქვენ, ჩვენს დაუმარცხებელ, ამაყ, თავისუფლებისმოყვარე ქართველ ხალხს. დიახ, მეგობრებო, ჩვენ ვიბრძოლეთ, ბევრი ვიბრძოლეთ და ერთად გავიმარჯვეთ. ჩვენ, ხელისუფლებამ და ხალხმა ერთად მოვიპოვეთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი… ჩვენ ვიბრძოლეთ და ვიშრომეთ ქართველი ხალხის სახელით. ჩვენ ერთად მოვიპოვეთ ეს გამარჯვება. დიახ, მეგობრებო, ჩვენ არ დავდექით ცალ ფეხზე, მუხლისჩოქებზე, დავდექით მტკიცედ და ღირსეულად მოვიპოვეთ ეს გამარჯვება… მე მინდა გითხრათ, რომ ეს გზა, რა თქმა უნდა, არ იყო იოლი. ჩვენ ძალიან ბევრი განსაცდელი გავიარეთ, ბევრი სირთულე შეგვხვდა, მაგრამ მტკიცეთ გავიარეთ ეს გზა და მოვედით დღევანდელობამდე”, – მიმართა შეკრებილ მოქალაქეებს ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ შეძლო ომის თავიდან აცილება. „ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ, ერთად დავამარცხეთ ჩვენი ქვეყნის შიდა თუ გარე მტრები. ის მოწინააღმდეგე ძალები, რომლებიც ებრძოდნენ ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას… ჩვენ ასევე თავიდან ავიცილეთ მთავარი განსაცდელი – ომი და უბედურება. ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, დავიცავით ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა, – თქვა ღარიბაშვილმა და განაგრძო, – 14 დეკემბერი და დღევანდელი დღე შევა საქართველოს ისტორიაში, როგორც ამაყი და ღირსეული ქართველი ერის დამსახურებული გამარჯვების დღე. დღეიდან საქართველო ევროპული ქვეყანა გახდა”.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროპელ, ამერიკელ მეგობრებს და მხარდამჭერებს, ასევე – ევროკავშირის ელჩს, რომელიც, მისი თქმით, თავისუფლების მოედანზე იმყოფება. „გუშინ მე პირადად გადავეცი მადლობა ჩვენს ევროპელ ლიდერებს, რომლებმაც მხარი დაგვიჭირეს”, – დაამატა მან.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავარი ოცნება არის ერთიან, ძლიერ ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრება.
„ახლა ჩვენ დიდი გამარჯვება გველოდება, ჩვენ უნდა მოვემზადოთ კიდევ უფრო დიდი გამარჯვებისთვის. უფლის ნებით, ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და ავიხდინოთ თითოეული ქართველის და ამ მიწაზე მცხოვრები თითოეული მოქალაქის მთავარი ოცნება, რომ ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ ევროპულ სახელმწიფოში… გაუმარჯოს ერთიან საქართველოს!” – მიმართა მოქალაქეებს ღარიბაშვილმა.
შეკრებას შეუერთდა საქართველოს პრეზიდენტი , რომელმაც ჟურნალისტებთან საუბარში სურვილი გამოთქვა, რომ თუკი საშუალება მიეცემა, მზად არის, სცენიდან მიმართოს მოქალაქეებს.
მანამდე რამდენიმე საათით ადრე, მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი მ თქვა, რომ „რადიკალურ ოპოზიციას“ და საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, „არაფერი ესაქმებათ“ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე.