თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისთვის მზადება დაიწყო

თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისთვის მზადება დაიწყო
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებისთვის თავისუფლების მოედანზე პირველი რეპეტიცია გამართეს. სამხედროების მონაწილეობით, ქვეყნის მთავარი ღონისძიების მზადების პროცესს, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი დაესწრო. რეპეტიციას დაესწრნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, გრიგოლ გიორგაძე და სერგო ჯანელიძე, ასევე თავდაცვის ძალების სხვადასხვა სარდლობის ხელმძღვანელები.
რეპეტიცია გაიარეს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტებმაც, რომლებიც 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო ფიცის დადებისთვის ემზადებიან. თავისუფლების მოედნის გარდა , რეკრუტები ფიცს დადებენ კიდევ ხუთ სხვადასხვა ისტორიულ ადგილას.
დამოუკიდებლობის დღეს ტრადიციულად სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა, საქართველოს 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში: თბილისში, გორში, ახალციხეში, მცხეთაში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ფოთში, მესტიაში, ამბროლაურში, ბათუმში, თელავში, ახალქალაქში, მარნეულში, სენაკში, სამტრედიაში, ბაღდათში, ჩხოროწყუში, აბაშასა და მარტვილში გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე: საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის