თავისუფლების მოედანზე გელა ხასაიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა – საპროტესტო აქციაზე იკრიბებიან პარლამენტთანაც

„გაათავისუფლეთ გელა ხასაია“, – ამ ლოზუნგით თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა წმინდა გიორგის ობელისკის გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს.
გელა ხასაიას მხარდასაჭერად თავისუფლების მოედანზე სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციური პარტიის წევრები და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების ოჯახის წევრები შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გელა ხასაია ციხეში „სუს-ის მიერ დაგეგმილი ოპერაციის შედეგად“ აღმოჩნდა. მათივე თქმით, ის და ყველა „სინდისის პატიმარი“ უნდა განთავისუფლდეს.
აქციაზე იკრიბებიან პარლამენტთანაც, დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.
აქციის მონაწილეებს ტრადიციულად ადგილზე მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
თბილისში 309-ე დღე, რაც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.