„თავისუფლების მარშის“ მონაწილეები მსვლელობით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიემართებიან

„თავისუფლების მარშის“ მონაწილეები მსვლელობით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიემართებიან.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბნენ და თავისუფლების მოედანზე შეერთდნენ.
მარშის მონაწილეებს ის სტუდენტები შეუერთდნენ, რომლებიც რუსთაველის მეტროს მიმდებარედ იყვნენ შეკრებილები.
მარშის მონაწილეების თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას სიმბოლური დატვირთვა აქვს. ისინი მიიჩნევენ, რომ ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს და დააჯარიმეს აქციის მონაწილეები, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს აპროტესტებდნენ.