თავისუფლების ინსტიტუტი შესყიდვების სააგენტოს საჯარო ინფორმაციის დაფარვის გამო უჩივის

თავისუფლების ინსტიტუტი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საჯარო ინფორმაციის დაფარვის გამო უჩივის. ორგანიზაცია სარჩელს 17 იანვარს, 10:30 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანს.

“თავისუფლების ინსტიტუტს კვლევისთვის აინტერესებს სახელმწიფო შესყიდვებში რეგისტრირებული რუსული კომპანიების ჩამონათვალი, თუმცა სააგენტომ უარი განაცხადა ამ სიის მოწოდებაზე, მიუხედავად ჩვენი არაერთგზის მიმართვისა.
ბრიფინგი გაიმართება სასამართლოს წინ” – აცხადებს ორგანიზაცია.